კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს - KAS გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მიერ საქმიანობის შეზღუდვას უკავშირებს
ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ჯინ შაჰინი - პრემიერ-მინისტრს არ გაუკეთებია რაიმე შემოთავაზება, რაც მას და მის ადმინისტრაციას სურთ გააკეთონ ამერიკასთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად

ნახვები: 597 ჯინ შაჰინი - პრემიერ-მინისტრს არ გაუკეთებია რაიმე შემოთავაზება, რაც მას და მის ადმინისტრაციას სურთ გააკეთონ ამერიკასთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად

ჯინ შაჰინი იმედგაცრუებულია, რომ საქართველოს პრემიერისგან ვერ დაინახა სურვილი აშშ-სთან პარტნიორული ურთიერთობების გაგრძელების. ამის შესახებ მან ამერიკელმა სენატორმა საქართველოში ვიზიტი შემაჯამებენ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე - რამდენად მზად არის მმართველი პარტია გაითვალისწინოს აშშ-ის რეკომენდაციები და შეესაბამება თუ არა პრემიერის განცხადება ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ მზაობას მათი შეხვედრის შინაარსს, ჯინ შაჰინმა უპასუხა, რომ მან ვერ მოისმინა ამ განცხადების შესაბამისი ნაბიჯების შესახებ.

„იმედგაუცრუება გამოიწვია იმან, რომ პრემიერ-მინისტრს არ გაუკეთებია რაიმე შემოთავაზება, რაც მას და მის ადმინისტრაციას სურთ გააკეთონ ამერიკასთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. ვისაუბრეთ რიგ წუხილებზე, რომელიც უკვე ვახსენე, თუნდაც იმაზე რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ამერიკაში გადატრიალებას გეგმავდა, რაც აბსოლუტური სიცრუეა. იმედი მაქვს, პრემიერი და მისი მთავრობა შეხედავენ და განიხილავენ იმ ნაბიჯებს, რომლის გადადგმაც მათ შეუძლიათ მომავალში, იმისთვის რომ განაგრძონ იმ ურთიერთობების გაუმჯობესება, რომელიც საქართველოსთან 30 წლის განმავლობაში გვქონდა და რაც იყო მტკიცე. აშშ-ს ინვესტიციები აქვს გაკეთებული, მხარდაჭერას უჭერდა საქართველოს სკოლების აღდგენაში, გუშინ ახალგაზრდების ჯგუფს ვესტუმრე, აღელვებულები იყვნენ, რადგან სიამოვნებით მონაწილეობდნენ პროგრამაში რომელიც აშშ-ის დაფინანსებით ხორციელდება. ძალიან აფასებდნენ ამ მხარდაჭერას. იგივე მოვისმინეთ ფერმერებისა და მეწარმეებისგან, რომლებსაც გუშინ შევხვდით. ეს ამერიკის შეერთებული შტატების ფოკუსია - ჩვენ მხარს ვუჭერდით საქართველოს დემოკრატიულ მიზნებს, ეკონომიკურ განვითარებას, საქართველოს მოქალაქეების სურვილებს და იმედგაცრუებას იწვევს, რომ პრემიერ-მინისტრი არ არის დაინტერესებული, ან არ ჩანს რომ დაინტერესებული იყოს ამ ურთიერთობების გაგრძელებით“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა