წმინდა სინოდის 3 აპრილის სხდომის ოქმი
მეუფე ზენონი - შეიქმნა საარჩევნო კომისია, რაც შეეხება განათლების და ასაკის საკითხს, ამის შესახებ გადაწყვეტილება იქნება მომავალ სხდომაზე
სინოდის შემდეგი სხდომა 24 აპრილს გაიმართება
სინოდმა პატრიარქის ასაკთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ვერ მიიღო
ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურზე ბენზინის ფასმა 4 ლარს მიაღწია
ე.წ. უდოს კომისიამ მზია ამაღლობელის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი თქვა
მეუფე ვახტანგი - წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატის განათლებისა და ასაკის საკითხი განიხილება
დონალდ ტრამპი - ჩვენს სამხედრო ძალებს არც დაუწყიათ იმის განადგურება, რაც ირანში დარჩა, შემდეგია ხიდები, ელექტროსადგურები

კამილა ჰარისი დონალდ ტრამპთან დებატებისთვის მზად არის

26.07.2024 ნახვები: 557

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის განცხადებით, ის დონალდ ტრამპთან დებატებისთვის მზადაა.

„ბევრი თქვენგანი მეკითხებოდა დებატების შესახებ და გეტყვით, რომ მზად ვარ დონალდ ტრამპთან დებატებისთვის. ვფიქრობ, ამომრჩევლები იმსახურებენ, დებატების სცენაზე ნახონ გაყოფილი ეკრანი, რომელიც არსებობს ამ რბოლაში. ასე რომ, მზად ვარ“, – განაცხადა კამალა ჰარისმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე წელს დებატები ორჯერ გაიმართებოდა. მათგანი ერთ-ერთი უკვე გაიმართა ივნისში, ხოლო მეორე 10 სექტემბერსაა ჩანიშნული. როგორც მედია წერს, ამ დროისთვის დაუზუსტებელია, ისევ ჩატარდება თუ არა დებატები მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

პარალელურად, Fox News-მა შესთავაზა დებატები ტრამპსა და ჰარისს 17 სექტემბერს. ჰარისს დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას არ დაუკონკრეტებია, მიიღებს თუ არა Fox News-ის შეთავაზებას.

ამასთან, მიმდინარე კვირის დასაწყისში დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სურს ჰარისთან დებატები, თუმცა ის ჯერ არაფერზე დათანხმებულა.

„არაფერზე არ დავთანხმებულვარ. დავთანხმდი ჯო ბაიდენთან დებატებს, მაგრამ მე მსურს მასთან დებატები. ჰარისი ვერ იქნება განსხვავებული, რადგან მათ საერთო პოლიტიკა აქვთ. ვფიქრობ, რომ დებატები მნიშვნელოვანია საპრეზიდენტო რბოლისთვის“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა