ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

ლატვიის პრეზიდენტი - საქართველოს მთავრობა ძალიან შორს წავიდა - ჩვენ უნდა შევუზღუდოთ კანდიდატის სტატუსი

ნახვები: 1984 ლატვიის პრეზიდენტი - საქართველოს მთავრობა ძალიან შორს წავიდა - ჩვენ უნდა შევუზღუდოთ კანდიდატის სტატუსი

საქართველოს მთავრობა ძალიან შორს წავიდა, - ამის შესახებ “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციას ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა განუცხადა.

კერძოდ, რიკენვიჩსმა უპასუხა კითხვას, რომ ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია, წინა წლებისგან განსხვავებით, აღარ იმეორებს დაპირებას, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება, თუნდაც დემოკრატიული თუ თავდაცვის რეფორმების გატარების შემდეგ, როგორც ეს ადრე, არაერთ კომუნიკეში იყო განმარტებული, რას ნიშნავს ეს?

რინკევიჩსის თქმით, საქართველომ გადაწყვიტა, რომ შეუძლიათ იცხოვრონ ნატოსა და ევროკავშირის წევრობის გარეშე.

„ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან შორს წავიდა, ვფიქრობ, რომ „უცხოეთის აგენტების“ კანონით, საკუთარი საზოგადოების, ევროკავშირისა და ნატოს ყველა მოწოდების იგნორირებით, მათ გადაწყვიტეს, რომ შეუძლიათ იცხოვრონ ნატოსა და ევროკავშირის წევრობის გარეშე. დიახ, ფორმალურად საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, მაგრამ, მოდით თვალი გავუსწოროთ ამას, ჩვენ უნდა შევუზღუდოთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, თუკი ის არ გადაწყვეტს, რომ გაატაროს ის საერთო ღირებულებები, რომლებსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ. თუ ამას არ აკეთებ, არ ხარ ამ კლუბის ნაწილი. ეს შენი სუვერენული გადაწყვეტილებაა”, - აღნიშნა პრეზიდენტმა რინკევიჩსმა.

მისივე თქმით, ნატოს წევრობა არაა მხოლოდ პოლიტიკური საკითხი. ეს კრიტერიუმებს ეფუძნება.

„არსებობს შესანიშნავი დოკუმენტი, ნატოს გაფართოების შესახებ 1995 წლის კვლევა, რომელიც დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა პატივისცემის, ჯარზე სამოქალაქო კონტროლის და სხვა საკითხებს ეფუძნება.

თუკი რომელიმე ქვეყანას სურს გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი და ის არ აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, ეს არჩევანია, ამ ქვეყნის სუვერენული არჩევანი. მაგრამ წევრი სახელმწიფოების სუვერენული არჩევანია ისიც, რომ აღარ გააგრძელონ ეს პროცესი.

მე ვიმედოვნებ, რომ საქართველო სერიოზულად გადახედავს ზოგიერთ კანონმდებლობას, და თუ ეს ასე არ მოხდა, ნუ ელოდებით ჩვენგან იმის შესაძლებლობის განხილვას, რომ საქართველოსთან პროცესი გაგრძელდეს.

ეს არ ეხება [კანდიდატი ქვეყნების თაობაზე] შეუქცევად თუ შექცევად გადაწყვეტილებას. ეს ეხება იმას, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა იმ ორგანიზაციების კრიტერიუმები და პირობები უნდა შეასრულონ, რომელთა ნაწილად ყოფნაც სურთ“, - დასძინა მან.

ლატვიის პრეზიდენტის თქმით, „ჩვენ არ შევეგუებით საერთო ღირებულებებიდან და შეთანხმებული პოლიტიკიდან გადახვევას.“

„ ეს მართლაც საქართველოს არჩევანია. ქართველი ხალხის ნაცვლად, ჩვენი გადასაწყვეტი არაა, მათ როგორი ქვეყნის აშენება სურთ. პირადად მე სრულად ვცემ პატივს ნებისმიერ არჩევანს, რომელსაც ქართველი ხალხი მოახლოებულ არჩევნებზე გააკეთებს. ქართველმა ხალხმა უნდა შეხედოს სხვადასხვა პარტიის შეთავაზებას.

მე არ მინდა საქართველოს პოლიტიკაში ჩარევა, მაგრამ სადაც ლატვიას ხმის უფლება აქვს - ნატოში იქნება ეს თუ ევროკავშირში, ჩვენი პოზიცია ძალიან მტკიცეა: თუკი ქვეყანა არ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, არ აგრძელებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, მაშინ ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ თავიდან შეაფასონ (გადააფასონ) მათი თანამშრომლობა, მათი დახმარების პროგრამები.

ჩვენ მოგვისმენია, რომ საქართველოს ოფიციალური პირები უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით გარკვეულ გამოწვევებზე საუბრობდნენ. თუკი ისინი ფიქრობენ, რომ ევროინტეგრაციის და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციიდან გადახვევა არის გზა, რომლითაც ისინი საკუთარ უსაფრთხოებას გააუმჯობესებენ, მაშინ ესაა მათი ახსნა საზოგადოებისთვის. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მზად ვართ გავაგრძელოთ საქართველოსთან თანამშრომლობა და მისი მხარდაჭერა, თუკი საქართველო მზადაა გააგრძელოს იმ ღირებულებების დაცვა, რომელსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ.

მაგრამ ის, უსაფრთხოების კუთხით რა შედეგები მოჰყვება ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, ამაზე პასუხის გაცემას საქართველოს მთავრობას მივანდობდი“, - დასძინა რინკევიჩსმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა