მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები თურქეთთან დამარცხდა
დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ რუსული ნავთობის შეძენა შეწყვიტონ
ვოლოდიმირ ზელენსკი - ტრამპი უკმაყოფილოა, რომ ევროპა რუსეთისგან ნავთობს ყიდულობს, მათ შორის ორი ქვეყანაა: უნგრეთი და სლოვაკეთი
ემანუელ მაკრონი - 26-მა ქვეყანამ პირობა დადო, რომ უკრაინაში დამატებითი ძალები გაგზავნოს, ხმელეთზე, ჰაერსა თუ ზღვაში - აშშ უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში მონაწილეობას მიიღებს
თიბისი კონცეპტის ტრადიციულად მრავალფეროვანი- Back To School შეთავაზებები
ჯორჯო არმანი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა
ანუკი ჩრდილელი - თამთა მეგრელიშვილს აუცილებლად ვუჩივლებ, ჯანმრთელობის ცრუ მდგომარეობის გამოტანა ასე არ ხდება
გრიგოლ გეგელია - ევროინტეგრაციის მხარდაჭერა რუსული რეჟიმის პროპაგანდის მიუხედავად კვლავაც ძალიან მაღალია

BM.GE - რომელი სასტუმროების გახსნა იგეგმება ქვეყანაში 2024-2028 წლებში?

19.07.2024 ნახვები: 449

2024-2028 წლებში ქვეყნის მასშტაბით ჯამში 22 ბრენდული სასტუმროს გახსნა იგეგმება. აღნიშნულის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მიმდინარე წლის მარტის ბოლოს განახლებული ინფორმაციიდან ვიგებთ.

უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წლის მარტში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციის მიერ საზოგადოებისთვის წარდგენილი 2023 წლის ანგარიშისა და 2024 წლის გეგმების მიხედვით, 2023-2024 წლებში ქვეყანაში სასტუმროების მოსაწყობად ჯამში 220 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდება. ამასთან, 2024-2027 წლებში ეს ინვესტიცია 1 მილიარდ ლარამდე გაიზრდება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მომდევნო წლებში განთავსების ობიექტებზე ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა 9 300-ს მიაღწევს და ქვეყნის მასშტაბით 320-მდე განთავსების ახალი ობიექტი შეიქმნება, ხოლო საწოლი ადგილების ოდენობა 2024/27 წლებში 37 000-ს გადააჭარბებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2024 - 2027 წლებში ახალი სასტუმროების გახსნით ქვეყანაში სასტუმრო ოთახების რაოდენობა 2 865-ით, ხოლო განთავსების ადგილების რაოდენობა 5 550-ით გაიზრდება.

უწყების მონაცემებით, დღეისთვის ქვეყანაში ახალი 302 სასტუმროა, რომელთა ოთახების რაოდენობა 15 913-ია, განთავსების ადგილების რიცხვი კი 31 551-ია. მომდევნო წლებში ახალი სასტუმროების გახსნის შემდეგ ახალი სასტუმროების რაოდენობა 324-მდე გაიზრდება, სადაც ჯამში 18 778 ოთახი იქნება, ამ სასტუმროებში განთავსების ადგილების რაოდენობა კი 37 101-მდე გაიზრდება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2024 წელს შემდეგი სასტუმროების გახსნა იგეგმება:

  1. Hilton Double Tree - აბასთუმანი, 140 ოთახი, 280 ადგილი;
  2. Greet by Accor - თბილისი, 116 ოთახი, 232 ადგილი;
  3. Hotel Bodbe Sighnaghi - სიღნაღი, 130 ოთახი, 160 ადგილი;
  4. Radisson Racha – ონი, 85 ოთახი, 170 ადგილი;
  5. Ibis Style Batumi - ბათუმი, 121 ოთახი, 236 ადგილი;
  6. Rooms Abastumani - აბასთუმანი, 76 ოთახი, 152 ადგილი;

 

2025 წელს შემდეგი სასტუმროების გახსნაა დაგეგმილი:

  1. Babylon Tower – ბათუმი, 168 ოთახი, 336 ადგილი;
  2. Hilton Tbilisi - თბილისი, 200 ოთახი, 350 ადგილი;
  3. Paragraph Golf & Spa Resort Tabori Hill - თბილისი, 177 ოთახი, 356 ადგილი;
  4. Best Western Plus Likani Resort – ბორჯომი, 60 ოთახი, 120 ადგილი;
  5. Paragraph Resort Ganmukhuri - განმუხური, 160 ოთახი, 320 ადგილი;
  6. Wellness Resort and Spa Mtsvane Kontskhi – ბათუმი, 120 ოთახი, 240 ადგილი;
  7. Ibis Hotel Tskaltubo - წყალტუბო, 149 ოთახი, 300 ადგილი;
  8. Ambassador Batumi - ბათუმი, 182 ოთახი, 300 ადგილი;
  9. Hotel on King Erekle II's Square (Small) - თბილისი, 42 ოთახი, 84 ადგილი;
  10. Salkhino Best Western - მარტვილი, 42 ოთახი, 120 ადგილი;
  11. DoubleTree by Hilton - გურჯაანი, 100 ოთახი, 200 ადგილი;
  12. Sioni Lake Resort & SPA, Le Meridien by Marriott - სიონი, 124 ოთახი, 248 ადგილი

 

2026 წელს დაგეგმილია შემდეგი სასტუმროების გახსნა:

  1. Paragraph Wellness Resort and Spa Abastumani - აბასთუმანი, 150 ოთახი, 300 ადგილი;
  2. Hotel Sololaki Hills - თბილისი, 188 ოთახი, 376 ადგილი;

 

2027 წელს ამ დროისთვის დაგეგმილია ერთი სასტუმროს გახსნა:

  1. Offices & Hotels at Erekle II Square - თბილისი, 135 ოთახი, 270 ადგილი;

2028 წელს კი Hilton Garden Inn-ის გახსნა ქობულეთში, რომელსაც 200 ოთახი და 400 განთავსების ადგილი ექნება.

საქართველოს რომელ რეგიონშია ყველაზე მეტი სასტუმრო? - რეიტინგი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა