მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

რამდენ ხანს ვიქნები კიდევ ციხეში, დამოკიდებულია თქვენზე - მიხეილ სააკაშვილი

ნახვები: 456 რამდენ ხანს ვიქნები კიდევ ციხეში, დამოკიდებულია თქვენზე - მიხეილ სააკაშვილი

"სინამდვილეში ძალიან ბევრ რამეს მივაღწიეთ, საქართველო მთლიანად შეცვალა ჩემი აქ ჩამოსვლის შემდეგ, პოლიტიკური პროცესები" - ასე მიმართა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში შეკრებილებს. მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა მნიშვნელობა შეიძინა.

"პრაქტიკულად, წავართვით გუშინ წინ ერთ-ერთი მთავარი ქალაქი, მეოთხე სიდიდის, რუსთავი. უახლოეს პერიოდში წავართმევთ ბათუმს, ასევე წავართმევთ ზუგდიდს და ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში დაიძრა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც ბრძოლას აქვს აზრი, ისევე როგორც, მინდა გითხრათ, რომ რამდენ ხანს ვიქნები კიდევ ციხეში, ეს არის დამოკიდებული თქვენზე", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთვის, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. პროცესის პარალელურად ეზოში მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერების აქცია იმართება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა