წმინდა სინოდის 3 აპრილის სხდომის ოქმი
მეუფე ზენონი - შეიქმნა საარჩევნო კომისია, რაც შეეხება განათლების და ასაკის საკითხს, ამის შესახებ გადაწყვეტილება იქნება მომავალ სხდომაზე
სინოდის შემდეგი სხდომა 24 აპრილს გაიმართება
სინოდმა პატრიარქის ასაკთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ვერ მიიღო
ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურზე ბენზინის ფასმა 4 ლარს მიაღწია
ე.წ. უდოს კომისიამ მზია ამაღლობელის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი თქვა
მეუფე ვახტანგი - წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატის განათლებისა და ასაკის საკითხი განიხილება
დონალდ ტრამპი - ჩვენს სამხედრო ძალებს არც დაუწყიათ იმის განადგურება, რაც ირანში დარჩა, შემდეგია ხიდები, ელექტროსადგურები

პრეზიდენტი - ეს ქვეყნის ბედის არჩევანი, ჩვენი მომავლის არჩევანია - ერთ მხარეს საქართველოს საზოგადოებაა, მეორე მხარეს კი ხელისუფლება, რომელმაც ჩვენს მომავალს უზურპაცია გაუკეთა

11.07.2024 ნახვები: 558

ეს ქვეყნის ბედის არჩევანი, ჩვენი მომავლის არჩევანია - ერთ მხარეს საქართველოს საზოგადოებაა, მეორე მხარეს კი ხელისუფლება, რომელმაც ჩვენს მომავალს უზურპაცია გაუკეთა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამოქალაქო მოძრაობის „აირჩიე ევროპის“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წელს, ჩვენ ჩვეულებრივი არჩევნები არ გვექნება.

„100 დღე ცოტაც არის და ბევრიც იმისთვის, რომ საზოგადოებამ თავისი სათქმელი თქვას. ჩვენ არ გვექნება ჩვეულებრივი არჩევნები, ეს არ არის საარჩევნო კამპანია, თუ არა მე, როგორც პრეზიდენტი აქ არ ვიქნებოდი. ეს არის ქვეყნის ბედის არჩევანი, ჩვენი მომავლის არჩევანია. ეს არის რეფერენდუმი. საქართველოს საზოგადოება არის ერთ მხარეს, მეორე მხარეს არის ხელისუფლება, რომელმაც ჩვენს მომავალს უზურპაცია გაუკეთა. არ შეიძლება ამაზე დავთანხმდეთ! გავერთიანდეთ, შევასრულოთ ქარტია, რომელსაც პარტიებმა მოაწერეს ხელი, ან ჯერ არ მოაწერეს ხელი და ეთანხმებიან. ძალიან ცოტა დრო იქნება არჩევნების შემდეგ იმისთვის, რომ შევასრულოთ ის, რაც იქ წერია. ცოტა დრო გვაქვს, რომ გამოვიდეთ ამ გაყინული მდგომარეობიდან, დავუბრუნდეთ პარტნიორებს და დავაჯეროთ, რომ ჩვენ დავუბრუნდით ჩვენს გზას და ხელახლა უნდა გაგვიხსნან ყველა კარი, რომელიც დღეს ნახევრად მიხურულია. ეს არის გარდაუვალი ამოცანა. სხვა გზა არ გვაქვს, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. ბევრნი ვართ, ერთიანი, საქართველო გაიმარჯვებს“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა