თბილისის პრობლემურ გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა იგეგმება
მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს

გიორგი ვაშაძე - ჩვენ ხელს ვართმევთ და ხელს ვუწვდით ყველას, წარსულს უნდა ჩავაბაროთ დაპირისპირება და ძალა, რომელიც აპირისპირებს: „ქართული ოცნება“

ნახვები: 573 გიორგი ვაშაძე - ჩვენ ხელს ვართმევთ და ხელს ვუწვდით ყველას, წარსულს უნდა ჩავაბაროთ დაპირისპირება და ძალა, რომელიც აპირისპირებს: „ქართული ოცნება“

„ქართული ოცნება“ საქართველოს სირცხვილია და 26 ოქტომბერს ამ სირცხვილისგან უნდა გავთავისუფლდეთ, - ეს განცხადება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური პლატფორმის „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყველა ადამიანს მოუსმენს და დახმარების ხელს გაუწვდის.

„წელს მთელს მსოფლიოში საქართველომ ორი რამით გაითქვა სახელი - პირველი ეს იყო მშვიდობიანი, ერთსულოვანი, განგრძობითი პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ. არ დარჩენილა ქვეყანა, არ დარჩენილა მსოფლიო პოლიტიკოსი, ვინც არ გამოეხმაურა ქართველი ერის ერთიანობასა და ერთსულოვნებას, ქართველი ახალგაზრდების დიდ ბრძოლას და დიახ, ეს იყო იმ ერთიანობის სიმბოლო, რომელსაც შეუძლია ძალიან დიდი საქმე გააკეთოს ქვეყნისთვის.

მეორე ეს იყო ჩვენი საფეხბურთო ნაკრები, სადაც 11 ფეხბურთელი კი არა, ოთხი მილიონი ქართველი თამაშობდა და ამან აღაფრთოვანა მთელი მსოფლიო.

ორივე შემთხვევაში ფუნდამენტი მსოფლიო მასშტაბის ამ დიდი აღიარებით იყო ერთიანობა. სწორედ ამიტომ ვაფუძნებთ ერთიანობის დიდ გამარჯვების ბლოკს, რომელმაც 26 ოქტომბერს უნდა მიგვიყვანოს გამარჯვებამდე. ჩვენი სახელწოდებაა „ერთიანობა“ და ჩვენი ნომერია 5, ჩვენი ლოგოა ხელის ჩამორთმევა - ჩვენ ხელს ვართმევთ, ხელს ვუწვდით ყველას. არ არსებობს საქართველოს მოქალაქე, ვისაც ჩვენ არ დაველაპარაკებით, არ არსებობს ადამიანი, ვისაც ჩვენ ხელს არ გავუწოდებთ და ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში წარსულს უნდა ჩავაბაროთ დაპირისპირება და ძალა, რომელიც აპირისპირებს, ძალა, რომელმაც ამ დიდი ერთიანობის ფონზე სირცხვილი გვაჭამა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. „ქართული ოცნებაა“ ეს ძალა, უნდა ჩამოვირეცხოთ და გავთავისუფლდეთ ამ ძალისგან. დადგა დრო, სირცხვილისგან გავთავისუფლდეთ. „ქართული ოცნება“ არის საქართველოს სირცხვილი და ამ სირცხვილისგან 26 ოქტომბერს უნდა გავთავისუფლდეთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა