მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

მიხეილ დუნდუა - ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი გლობალური ფაქტორებით არის განპირობებული

ნახვები: 456 მიხეილ დუნდუა - ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი გლობალური ფაქტორებით არის განპირობებული

მიმდინარე თვეებში ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი განპირობებულია გლობალური ფაქტორებით, თუმცა მიმდინარე თვიდან ველოდებით ინფლაციის ტემპის დასტაბილურებას - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ ქვეყანაში ორნიშნა ინფლაციის მიზეზებზე საუბრისას.

მისი თქმით, ფასების ზრდა მსოფლიო ტენდენციაა და საქართველოშიც ინფლაციის მაღალ მაჩვენებელს სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს.

„ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი განპირობებულია გლობალური ფაქტორებით, რაც არაერთხელ აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც. ეს მსოფლიო ტენდენციაა და საქართველო, სამწუხაროდ, ვერ იქნება გამონაკლისი. შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაში, ეს იყო გამონაკლისი პერიოდი, თუმცა მიმდინარე თვიდან უკვე ველოდებით ინფლაციის ტემპის დასტაბილურებასა და შემცირებას", - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ინფლაციის მაჩვენებელი 1,5-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე წინა ხელისუფლების პერიოდში.

„მინდა, ასევე გამოვეხმაურო უსაფუძვლო კრიტიკას, რომელიც ხორციელდება ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან. როცა ის პოლიტიკური ძალა იყო ხელისუფლებაში, საშუალოდ, ყოველი მეოთხე თვე იყო ორნიშნა ინფლაცია და ჩვენს საუკუნეში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში 2011 წელს დაფიქსირდა, როცა 14%-ზე მაღალი იყო. ასე რომ, შედარებისთვის ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ინფლაციის მაჩვენებელი 1,5-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე წინა ხელისუფლების პერიოდში", - განაცხადამიხეილ დუნდუამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა