პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden-ი შემოდის
უკრაინის კრიზისი, ირანის ომი და საქართველოს ბედი: ექსპერტები ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე
ანდრეი სიბიგა მარკო რუბიოს შეხვდა
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
„ტიკტოკერი“, თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში - აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, დანა ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, გავუქანე და ჩავარტყი
War update: 150 clashes on front line over past day, three sectors most active

ევრო 2024 | ყველა ნახევარფინალისტი გამოვლინდა - ნიდერლანდების ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა

07.07.2024 ნახვები: 578

ევრო 2024-ზე მეოთხე ნახევარფინალისტი ნიდერლანდებისა და თურქეთის შეხვედრას უნდა გამოევლინა. ბოლო მეოთხედფინალური მატჩში ნიდერლანდების ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ 0:1 მარცხდებოდა, მაგრამ ნიდერლანდებმა მოახერხა თამაშის შემობრუნება, 2:1 მოიგო და ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება.

 

ფაქტები

  • ბოლო შვიდ დიდ საფეხბურთო ტურნირზე ნიდერლანდების ნაკრები მეოთხედფინალში ხუთჯერ გავიდა. ბოლო ასეთი შემთხვევა 2022 წლის მუნდიალზე იყო, როდესაც ნიდერლანდები მომავალ მსოფლიო ჩემპიონ არგენტინასთან პენალტების სერიაში 2:4 დამარცხდა.
  • არდა გიულერი სამი მოთამაშიდან ერთ-ერთია, რომელმაც 20-წლამდე ასაკში (19 წლის) ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე, ამ ტურნირზე გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა. მანამდე ამის გაკეთება უეინ რუნიმ (19) და კრიშტიანო რონალდომ (19) მოახერხეს: რუნიმ ევრო 2004-ზე 4 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა, იმავე ტურნირზე რონალდომ 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
  • თურქეთმა ევრო 2024-ზე 20 ყვითელი ბარათი მიიღო. ჩეხეთის ნაკრებს ევრო 1996-ზე 19 ყვითელი და ერთი წითელი ბარათი ჰქონდა.
  • გუუს ჰიდინკი ერთადერთი ნიდერლანდელი მწვრთნელია, რომელსაც თურქეთი ნაკრების მწვრთნელად უმუშავია – იგი ამ პოსტს 2010 წლის აგვისტოდან 2011 წლის ნოემბრამდე იკავდებდა.

36 წუთი’ – შეხვედრა ნიდერლანდელმა ფეხბურთელებმა აქტიურად დაიწეს, მაგრამ თურქებმა მოახერხეს თამაშის გათანაბრება, უპირატესობა მოიპოვეს და პირველი ტაიმის ბოლოს დაწინაურდნენ – არდა გიულერის მიერ შორეულ ძელთან ჩაწოდებულ ბურთზე ყველას სამეთ აკაიდინმა დაასწრო და თავური დარტმით ბურთი ზუსტად გადაგზავნა ვერბრუგენის კარში.

70 წუთი’ – მეორე ტაიმში ნიდერლანდების ნაკრებმა დიდი ძალებით შეუტია და ამან შედეგი გამოიღო – ნიდერლანდელებმა კუთხურიდან გაითამაშეს ბურთი, დეპაიმ საჯარიმოში ჩააწოდა, იქ ყველას და ვრაიმ დაასწრო და თავით გადაგზავნა ბურთი გიუნოქის კარში.

76 წუთი’ – ნიდერლანდების ნაკრებმა მეორე გოლი გაიტანა, მათი სწრაფი შეტევის შემდეგ დუმფრისმა ბურთი საჯარიმოში გაუშვა, სადაც ორთაბრძოლაში მცველებს კოდი გაკპომ დაასწრო და ნიდერლანდები დააწინაურა.

ნიდერლანდების ნაკრები 10 ივლისს დორტმუნდში ინგლისის ნაკრებს შეხვდება. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა