კოტე კემულარია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდების არხებს ზღუდავს - საკითხი საქართველოსაც ეხება
ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას

ვარლამ ებანოიძე - საქართველოს ეროვნული ბანკის სურვილია, მანდატის ფარგლებში ხელი შეუწყოს სტარტაპების შემოსვლას მაღალრეგულირებად სფეროში

ნახვები: 557 ვარლამ ებანოიძე - საქართველოს ეროვნული ბანკის სურვილია, მანდატის ფარგლებში ხელი შეუწყოს სტარტაპების შემოსვლას მაღალრეგულირებად სფეროში

ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვარლამ ებანოიძემ თბილისში გამართულ რიგით მესამე საინვესტიციო ეკოსისტემის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოს ბიზნეს ანგელოზთა ქსელის, ევროპის ბიზნეს ანგელოზების ქსელისა და გლობალური ბიზნეს ანგელოზების ქსელის მხარდაჭერით ჩატარდა.

მათივე ცნობით, სამდღიანმა სამიტმა მეწარმეებს, სტარტაპერებს, ანგელოზ ინვესტორებსა და სფეროთი დაინტერესებულ 700-ზე მეტ სტუმარს მოუყარა თავი. ქართველმა სტარტაპერებმა ანგელოზ ინვესტორებს თავიანთი სტარტაპები გააცნეს. საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვარლამ ებანოიძემ მონაწილეობა მიიღო სამიტის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში და საქართველოში ფინტექ ინდუსტრიის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად უწყობს ხელს ფინტექისთვის მეგობრული რეგულაციური გარემოს შექმნას და მოწადინებულია, მანდატის ფარგლებში იყოს პროაქტიული და ხელი შეუწყოს სტარტაპების შემოსვლას მაღალრეგულირებად სფეროში.

„ჩვენ ასევე ხელს ვუწყობთ ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაშიც იგულისხმება ბლოკჩეინი და სხვა ტექნოლოგიები, რომელთაც შეუძლიათ, სხვადასხვა სარგებელი და სიკეთე მოუტანონ მომხმარებლებს. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ბანკი ქმნის ეკოსისისტემას და ჩვენ ერთ-ერთმა პირველებმა წარმოვადგინეთ კონცეფცია, როდესაც შუა კორიდორს დავუკავშირეთ ფინტექი და ფინტექზე დაფუძნებული კოოპერაცია. მიგვაჩნია, რომ ახალი ტექნოლოგიები და ინტეროპერატიულობა ქვეყნებს შორის შორის უზრუნველყოფენ, კიდევ მეტად მოხდეს შუა კორიდორში ვაჭრობის ზრდასთან დაკავშირებული ტრენდის აქსელერაცია“, – აღნიშნა ვარლამ ებანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა