თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ევრო 2024 | ხვიჩა კვარაცხელია - სანამ არის ერთი პროცენტი შანსი, არ აქვს მნიშვნელობა გუნდს, გავალთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ

ნახვები: 629 ევრო 2024 | ხვიჩა კვარაცხელია - სანამ არის ერთი პროცენტი შანსი, არ აქვს მნიშვნელობა გუნდს, გავალთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩი ჩეხეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარა და ტურნირზე პირველი ქულა მოიპოვა – 1:1. „ჯვაროსნებისა“ და „ნაპოლის“ ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა, ჩვენი გუნდის თამაში შეაფასა და გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე თამაშზე გაამახვილა ყურადღება:

„დიდი მადლობა გულშემატკივრებს. თითქოს საქართველოში, საკუთარ მოედანზე ვთამაშობდით. რაც შეეხება თამაშს, ახლოს ვიყავით მოგებასთან. ბევრი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ მამარდაშვილმა ძალიან მაგრად ითამაშა, ბევრჯერ გადაგვარჩინა. მამარდაშვილი მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა.

ჩვენც გვქონდა მომენტი, ბოლოს გამოჩნდა, რომ საერთოდ მოგებაც შეგვეძლო. სანამ არის ერთი პროცენტი შანსი, არ აქვს მნიშვნელობა გუნდს, გავალთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ. ძალიან განვიცადეთ, ახლოს ვიყავით მოგებასთან, მაგრამ ყველა ფეხბურთელს შეიძლება დაემართოს ის, რაც საბას დაემართა. მას ყველა ვამხნევებთ.

უფრო მეტი შემიძლია, კმაყოფილი არასდროს არ ვარ. თუმცა, ვცდილობ შევასრულო ის, რასაც მავალებენ“.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მომდევნო შეხვედრას 26 ივნისს, პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარებს – მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა