ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
გოჩა მირცხულავა: შიო III, მიტროპოლიტი ანტონი და ისევ აფხაზეთი – მეტისმეტად ბევრი დამთხვევაა ერთსა და იმავე თემაზე

ევრო 2024 | საფრანგეთი - ნიდერლანდები 0:0

ნახვები: 604 ევრო 2024 | საფრანგეთი - ნიდერლანდები 0:0

ევროპის ჩემპიონატზე D ჯგუფის მეორე ტურის ცენტრალურ შეხვედრას ლაიფციგმა უმასპინძლა. საფრანგეთისა და ნიდერლანდების ნაკრებების მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

ფაქტები

  • ვირჯილ ვან დაიკმა ნიდერლანდების ნაკრების რიგებში 70-ე მატჩი ჩაატარა. მასზე მეტი შეხვდერა გუნდის ამჟამინდელი შემადგენლობიდან მხოლოდ ბლინდს (107), ვაინალდუმს (94) და დეპაის (93) აქვთ გამართული.
  • საფრანგეთის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში არ იყო კილიან მბაპე, რომელმაც ავსტრიასთან მატჩის დროს ცხვირი დაიზიანა. გუნდის კაპიტანი დიდიე დეშამმა თამაშში არც მოგვიანებით ჩართო.
  • ევრო 2024-ზე ეს შეხვედრა პირველი იყო, რომელშიც გოლები არ გასულა. ტურნირზე გამართულ წინა 19 მატჩში, მინიმუმ, ერთი გოლი გადიოდა.
  • საფრანგეთისა და ნიდერლანდების მატჩის ამ შედეგით გაირკვა, რომ პოლონეთი გახდა პირველი გუნდი, რომელიც ევრო 2024-ის პლეი ოფში ვერ გავა.

14′ წუთი. მარკუს ტურამის გადაცემის შემდეგ ადრიენ რაბიომ ანტუან გრიზმანი ხელსაყრელ პოზიციაში დატოვა, თუმცა საფრანგეთის ნაკრების შემტევმა გოლის გატანა ვერ მოახერხა.

69′ წუთი. ნიდერლანდების ნაკრებმა აქტიურად შეუტია. კოდი გაკპოს დარტყმის შემდეგ ბურთი ხავი სიმონსს მიუვიდა, რომელმაც გოლი გაიტანა, თუმცა ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ მსაჯებმა ჩათვალეს, რომ ნიდერლანდელი ფეხბურთელი თამაშგარე მდგომარეობაში იყო და მეკარეს მოქმედების საშუალებას უზღუდავდა.

2 ტურის შემდეგ D ჯგუფს 4 ქულით ნიდერლანდების ნაკრები ლიდერობს, 4 ქულა აქვს საფრანგეთსაც და ის მეტოქეს ბურთების უარესი სხვაობის გამო ჩამორჩება. ბოლო ტურში ფრანგები პოლონეთს შეხვდებიან, ხოლო ნიდერლანდები ავსტრიას დაუპირისპირდება.

 
 1tv.ge
 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა