ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია
გურიაში განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით სამი პირი დააკავეს, საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდიც ფიგურირებს
თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ საპატიმრო დატოვეს
War update: 236 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottest
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,590 over past day
ADF down 267 out of 295 drones used by Russia to attack Ukraine overnight

ევრო 2024 | სლოვენია - სერბეთი 1:1

ნახვები: 676 ევრო 2024 | სლოვენია - სერბეთი 1:1

ევრო 2024-ზე ჯგუფური ეტაპის მეორე ტური გადამწყვეტ ფაზაში შედის. C ჯგუფში სლოვენიის ეროვნული ნაკრები მიუნხენში სერბეთს შეხვდა, მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. სლოვენიამ ამ გამარჯვებით 2 ქულა დააგროვა, ხოლო სერბეთს ერთი ქულა აქვს.

ფაქტები

  • 35 წლის და 213 დღის დუშან ტადიჩი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც სერბეთის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა.
  • სლოვენიის ნაკრებმა, სერბეთთან შეხვედრის ჩათვლით, ბოლო 22 მატჩიდან გოლის გატანა მხოლოდ ერთში ვერ მოახერხა.
  • 2000 წლის შემდეგ პირველად მოხდა, როდესაც სლოვენიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ანგარიშით წინ იყო.

69′ წუთი. შეხვედრაში პირველი გოლი სლოვენიის ეროვნული გუნდის მარჯვენა მცველმა, ჟან კარნიჩნიკმა გაიტანა. მან ელსნიკის გადაცემა გამოიყენა.

90+6′ წუთი. სერბეთმა შეხვედრის გადარჩენა ლუკა იოვიჩის გოლით მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე მოახერხა. ივან ილიჩის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ მან გოლი თავით გაიტანა და თავის გუნდს პლეი ოფში გასვლის შანსი მნიშვნელოვნად გაუზარდა.

ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში სლოვენია ინგლისს დაუპირისპირდება, ხოლო სერბეთი – დანიას.

 
1tv.ge
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა