მეფე ჩარლზი - უკრაინისა და მისი ყველაზე მამაცი ხალხის დასაცავად ურყევი გადაწყვეტილებაა საჭირო
უცხოელთა დასაქმების წესი შეიცვალა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავეს – შსს
სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოირჩია
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს
ევროკავშირის საელჩო - უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას
მიხეილ სააკაშვილი - თავის დამკვიდრება ჩემი დაკნინების ხარჯზე, არავის წარმატებას არ მოუტანს,
1-ელ მაისამდე გრილი და ზოგან ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

იენს სტოლტენბერგის შემცვლელად არჩევის მაღალი შანსი მარკ რუტეს აქვს

19.06.2024 ნახვები: 458

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მის შემცვლელად არჩევის მაღალი შანსი ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს, მარკ რუტეს აქვს. აღნიშნული განცხადება სტოლტენბერგმა ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ამასთან, სტოლტენბერგის თქმით, როგორც წესი, თავს იკავებს თავის შემცვლელზე კომენტარის გაკეთებისგან, რადგან თავად არ ირჩევს მას.

„უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის დღევანდელი განცხადების შემდეგ, ვფიქრობ, აშკარაა, რომ ალიანსში ძალიან ახლოს ვართ შემდეგი გენერალური მდივნის არჩევასთან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, მარკ რუტე ძალიან კარგი კანდიდატია, რადგან პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დიდი გამოცდილება აქვს.

„ის ჩემი ახლო მეგობარი და კოლეგაა. ამიტომ, ვფიქრობ, ალიანსი ძალიან მალე შეჯერდება ჩემს შემცვლელზე. ეს ყველასთვის, ნატო-სთვის და, მათ შორის, ჩემთვისას კარგი იქნება“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა