მეფე ჩარლზი - უკრაინისა და მისი ყველაზე მამაცი ხალხის დასაცავად ურყევი გადაწყვეტილებაა საჭირო
უცხოელთა დასაქმების წესი შეიცვალა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავეს – შსს
სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოირჩია
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს
ევროკავშირის საელჩო - უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას
მიხეილ სააკაშვილი - თავის დამკვიდრება ჩემი დაკნინების ხარჯზე, არავის წარმატებას არ მოუტანს,
1-ელ მაისამდე გრილი და ზოგან ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა, სისხლისსამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქისა და ორი იურიდიული პირის მიმართ დაიწყო

18.06.2024 ნახვები: 470

საქართველოს პროკურატურამ მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა და კიბერთაღლითობისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის და ორი იურიდიული პირის მიმართ დაიწყო.

გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საზღვარგარეთ მცხოვრები პირების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნეს.

წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, ბრალდებულები და მათთან კავშირში მყოფი პირები, გამოგონილი სახელებით უკავშირდებოდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ეცნობოდნენ არარსებული საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლებად, შედიოდნენ მათთან ნდობაში და თითქოსდა ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ საფონდო ბირჟაზე არსებული კომპანიების აქციების შესაძენად საჭირო თანხებს საქართველოში მათივე კონტროლის ქვეშ არსებულ ფიქტიურად დაფუძნებული კომპანიების საბანკო ანგარიშებზე არიცხინებდნენ.

აღნიშნული გზით, ბრალდებულები ფიზიკური პირების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს, დაახლოებით 150 000 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ.

შემდგომში, ბრალდებულებმა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხებისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ყალბი ინვოისების საფუძველზე, თანხები საზღვარგარეთ მათივე კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე გადარიცხეს, რითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.

ბრალდებული ფიზიკური პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო იურიდიული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.

ბრალდებულ ფიზიკურ პირებს აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა უკვე შეეფარდათ.

კიბერ თაღლითობისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. საქართველოს პროკურატურა აქტიურად აგრძელებს გამოძიებას ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა