სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military
EU strategy to end war based on ‘peace through strength’ formula – Kubilius
Russian ballistic attack leaves one dead, 22 injured, causes damage in six Kyiv districts

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" - წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე სამუშაოები ხვალიდან დაიწყება და უახლოეს დღეებში დასრულდება

ნახვები: 517 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" - წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე სამუშაოები ხვალიდან დაიწყება და უახლოეს დღეებში დასრულდება

ჩვენ მიერ მოხდა ადგილზე სიტუაციის შესწავლა და დათვალიერება. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ სიტუაცია მძიმე იყო და არ იყო მარტივი ტიპის დაზიანება, რომელიც სტანდარტულია ჩვენს შემთხვევაში, მყისიერად მოვახდინეთ სპეციალისტების ადგილზე მივლინება სიტუაციის დამატებითი მოკვლევის მიზნით, პარალელურად დავიწყეთ სამ სხვადასხვა ალტერნატიულ ვერსიაზე მუშაობა, რათა ცალკეულ შემთხვევებში, თუ არ გამოვიდოდა სამუშაოების სწრაფად დასრულება, გვქონოდა ალტერნატიული ვერსია, – ამის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აქტივების მართვის დირექტორმა, გიგა ნადირაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სამუშაოები ხვალიდან დაიწყება და მაქსიმალურად მოკლე პერიოდში დასრულდება.

„განვიხილავდით, რომ მილის აღდგენა მომხდარიყო უშუალოდ შიგნიდან, ექსკავაციის გარეშე, რაც აღმოჩნდა, რომ შეუძლებელი იყო დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე. ამის პარალელურად, სამ სხვადასხვა ვერსიაზე ვმუშაობდით. მოვისაზრებდით პარალელური მილსადენების მოწყობას, გარდა ამისა, ვმუშაობდით მეწყრული პროცესის შედეგად წარმოშობილი გრუნტის მასის მოხსნაზე, რათა უსაფრთხოდ ყოფილიყო შესაძლებელი სამუშაოების წარმოება. ამ ორი ვერსიიდან პარალელურ რეჟიმში ქსელის მოწყობა გაცილებით მეტ დროსთან იყო დაკავშირებული. ამიტომ მივდივართ იმ გზით, რომ მოხდება გრუნტის მოხსნა, გაკეთდება შესაბამისი ტერასები, რაც, ერთი მხრივ, დროულად მოგვცემს შესაძლებლობას, რომ დაზიანებული მონაკვეთი აღვადგინოთ და, მეორე მხრივ, გამორიცხავს სამომავლო რისკებს. უკვე დაწყებული აქვს კონტრაქტორს მობილიზაციის სამუშაოები და უახლოეს მომავალში დაიწყება გრუნტის მოხსნის სამუშაოები. არ იქნება ხანგრძლივი პერიოდი, თუმცა მას შემდეგ, რაც დაიწყება სამუშაოების წარმოება, უფრო ნათელი იქნება სურათი, რამდენ დღესთან იქნება დაკავშირებული.

ამასთან, ის დეფიციტი, რომელიც წარმოშვა დაზიანებული მონაკვეთიდან და წყალსადენის მილიდან წყლის მიმწოდებელმა, უკვე დავაბალანსეთ. ხვალ დილიდან უკვე ჩაირთვება რეჟიმი ამ მომხარებლებთან მიმართებაში, რომელიც ითვალისწინებს, სულ მცირე, სამსაათიან მიწოდებას დღის განმავლობაში და, მაქსიმუმ, შვიდსაათიანს. სამუშაოები დაიწყება ხვალვე და დასრულდება მაქსიმალურად მოკლე ვადაში. მაქსიმალურად რაციონალურად გამოვიყენოთ წყალი, არანაირი საფრთხე არ არსებობს დამატებითი რისკების და იმის, რომ ვინმეზე დამატებითი შეზღუდვა გავრცელდეს. თითოეული დაზოგილი წვეთით, ჩათვალეთ, ალოკაციას ვახდენთ და მიმართულია იმ მომხმარებლებისკენ, რომლებსაც დაზიანებიდან გამომდინარე შეეხოთ წყვეტა“, – განაცხადა ნადირაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა