სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military
EU strategy to end war based on ‘peace through strength’ formula – Kubilius
Russian ballistic attack leaves one dead, 22 injured, causes damage in six Kyiv districts

პაატა მანჯგალაძე - სანქციები არ დადის ურმით, ყველას მიაკითხავს აუცილებლად

ნახვები: 460 პაატა მანჯგალაძე - სანქციები არ დადის ურმით, ყველას მიაკითხავს აუცილებლად

ზოგს ჰგონია, რომ სამართალივით სანქციები ურმით დადის - არ დადის ურმით, ყველას მიაკითხავს აუცილებლად, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროც არის სანქციები იმ ხალხისთვის, ვინც საქართველოს და ქართველ ხალხს პერსპექტივას უღობავს.

„ის ხალხი, ვინც ეღობება ჩვენი და ჩვენი შვილების ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას, უკეთესი ცხოვრების პერსპექტივას და რუსეთის პირისპირ, რუსულ ჭაობში ტოვებენ საქართველოს, სანქციებს კი არა ყველაფერს იმსახურებს, რაც არის კანონმდებლობით და კონსტიტუციით გათვალისწინებული. საჭიროც არის სანქციები იმ ხალხისთვის, ვინც გვიღობავს პერსპექტივას საქართველოს და საქართველოს შვილებს“, - აღნიშნა მანჯგალაძემ.

გარდა ამისა, მან უკრაინის მშვიდობის სამიტზე პრეზიდენტის გზავნილები შეაფასა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილს ღირსეული გზავნილები ჰქონდა.

„მე ვფიქრობ, რომ მართლა ღირსეული გზავნილები ჰქონდა. ამის აღიარება არის, ხაზგასმა იმ რეალობაზე, რაც ხდება. საქართველო უნდა იყოს ცივილიზებულ მსოფლიოსთან ერთად, საქართველოს აქვს ბევრი თავისი პრობლემა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოვწყდეთ ცივილიზებულ სამყაროს. სიმართლე არის უკრაინის მხარეს, რუსეთი არის ბოროტება და ჯოჯოხეთი. ქართველზე მეტად არავინ იცის. 200 წელია რუსეთი ჩვენს მთავარი სამი საუნჯის: მამულის, ენის და სარწმუნოების აოხრებას და ამოგდებას ცდილობს. იმის თქმა, რომ ამერიკისგან უნდა დავიცვათ ქვეყანა და რუსეთზე სიტყვა არ დავძრათ, ეს არის ზუსტად კოლაბორაციონიზმი, მავნებლობა," - განაცხადა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა