მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

გრიგოლ ვაშაძე - მიუღებელია ეს გაუთავებელი ბოიკოტი, შესვლა გამოსვლა და ისევ შესვლა

ნახვები: 452 გრიგოლ ვაშაძე - მიუღებელია ეს გაუთავებელი ბოიკოტი, შესვლა გამოსვლა და ისევ შესვლა

მიუღებელია ეს გაუთავებელი ბოიკოტი, შესვლა, გამოსვლა და ისევ შესვლა, პარლამენტში მუშაობა ორსულობასავით ან ფულივით არის, ან გაქვს, ან არ გაქვს. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის" მიერ საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკურ ბრძოლაში როდესაც ჩაბმული ხარ და ამომრჩევლებს ხმებს სთხოვ, შემდეგ ამ ხმებს რეალიზაცია სჭირდება. ვაშაძის განცხადებით, პარლამენტში ოპოზიციის ყველა წევრის ხმა უნდა ისმოდეს.

„მე 2020 წელს რა გავაკეთე, გახსოვთ. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ეს გაუთავებელი ბოიკოტი, შესვლა, გამოსვლა და ისევ შესვლა. პარლამენტში ან ხარ, ან არ ხარ. ადამიანი ნახევრად ორსულად არ შეიძლება, იყოს. პარლამენტში მუშაობა ორსულობასავით ან ფულივით არის, ან გაქვს, ან არ გაქვს. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ის, რომ ოპოზიციის ყველა წევრის ხმა უნდა ისმოდეს პარლამენტში, ყველა უნდა მოქმედებდეს იმისთვის, რომ პოლიტიკური კრიზისი, რომელიც უკვე სულ მცირე ექვსი წელიწადია, მძვინვარებს საქართველოში, ეკონომიკურთან და სოციალურ კრიზისთან ერთად, გადავლახოთ", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა