სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military
EU strategy to end war based on ‘peace through strength’ formula – Kubilius
Russian ballistic attack leaves one dead, 22 injured, causes damage in six Kyiv districts

ვოლოდიმირ ზელენსკი - მშვიდობის პირველ სამიტზე უნდა გავარკვიოთ, როგორ მივაღწიოთ სამართლიან მშვიდობას

ნახვები: 474 ვოლოდიმირ ზელენსკი - მშვიდობის პირველ სამიტზე უნდა გავარკვიოთ, როგორ მივაღწიოთ სამართლიან მშვიდობას

მშვიდობის პირველ სამიტზე უნდა გავარკვიოთ როგორ მივაღწიოთ სამართლიან მშვიდობას, რათა უკვე მეორე ომის რეალური დასასრული დავაფიქსიროთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვეიცარიაში მიმდინარე გლობალური მშვიდობის პირველ სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მშვიდობის სამიტს შეუძლია რეალურად დაამტკიცოს, რომ უსაფრთხოების დაბრუნება უკრაინასა და ევროპულ კონტინენტზე სრულიად შესაძლებელია.

მან ასევე აღნიშნა, რომ მშვიდობის სამიტს შეუძლია ნამდვილი ეტაპობრივი გეგმა შექმნას მსოფლიოსთვის ბირთვული და სასურსათო უსაფრთხოების მისაღწევად, ტყვეებისა და დეპორტირებული პირების გასათავისუფლებლად ომის საბოლოო დასრულებამდე და მისი ხელახლა გაჩაღების საფრთხის გარეშე.

ასევე, ზელენსკის თქმით, „საჭირო არაა ველოსიპედის ხელახლა გამოგონება, როდესაც გაეროს ქარტია უკვე განსაზღვრავს მშვიდობისა და ერების ნორმალურად თანაცხოვრების საფუძვლებს“.

„ჩვენ უბრალოდ მათ უნდა დავუბრუნდეთ - მათ ქმედითუნარიანობა უნდა დავუბრუნოთ. ეს არის მშვიდობის ფორმულა. ამისთვის უნდა გავარკვიოთ ქვეყნები როგორ ითანამშრომლებენ და რომლები იქნებიან თანალიდერები, რათა დავაფიქსიროთ და ქმედებების გეგმა შევასრულოთ მშვიდობის ფორმულის თითოეულ პუნქტზე. ეს გასაგები და მიღწევადი მიზნებია. დღეს შეგვიძლია პოლიტიკური იმპულსი მივცეთ ყველა ნაბიჯის რეალიზებას, რომელიც აუცილებელია რეალური მშვიდობისთვის…

ერთად უნდა გადავწყვიტოთ, რას ნიშნავს სამართლიანი მშვიდობა მთლიანად მსოფლიოსთვის და როგორ შეიძლება მისი ნამდვილად, მყარად მიღწევა. ჩვენთვის საფუძველს გაეროს ქარტია წარმოადგენს. ხოლო შემდეგ, როდესაც ყველას მიერ შეთანხმებული და ერებისთვის გამჭვირვალე სამოქმედო გეგმა მაგიდაზე იქნება, - მაშის მის შესახებ რუსეთის წარმომადგენლებს შევატყობინებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მშვიდობის გლობალურ სამიტს რუსეთი არ ესწრება.

„რატომ? ვინაიდან, რუსეთი მშვიდობით რომ იყოს დაინტერესებული, მაშინ ომიც არ იქნებოდა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა