თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ევრო 2024 | ესპანეთი - ხორვატია 3:0

ნახვები: 625 ევრო 2024 | ესპანეთი - ხორვატია 3:0

ევრო 2024-ის მეორე სათამაშო დღეს  B ჯგუფის ცენტრალურ შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებმა ხორვატია 3:0 დაამარცხა.

  • ლამინ იამალი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი (16 წლის და 338 დღის) გახდა ვისაც ამ ტურნირზე უთამაშია.
  • ალვარო მორატამ ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე მეშვიდე გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით ალან შირერსა და ანტუან გრიზმანთან ერთად ბომბარდირთა შორის მესამე ადგილს იყოფს. მათ წინ მხოლოდ კრიშტიანო რონალდო (14) და მიშელ პლატინი (9) არიან.
  • ლუკა მოდრიჩი გახდა პირველი მოთამაშე ხორვატიის ნაკრებში, რომელსაც ევროპის ხუთ ჩემპიონატზე აქვს ნათამაშები.
  • ესპანეთის ნაკრებში ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე დებიუტი ჰქონდა 32 წლის დანი კარვახალს.

29′ წუთი. ესპანეთის ნაკრებმა ანგარიში გახსნა. ფაბიან რუისმა მოედნის ცენტრიდან შესანიშნავი პასით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ალვარო მორატა, რომელსაც გოლის გატანა აღარ გასჭირვებია – 1:0.

 

32′ წუთი. ფაბიან რუისმა საგოლე გადაცემის შემდეგ გოლიც გაიტანა და ესპანელები ორი ბურთით დაწინაურდნენ – 2:0.

 

45+2′ წუთი – ფლანგიდან ლამინ იამალის გადაცემის შემდეგ დანი კარვახალმა კარგად ითამაშა დასწრებაზე და ესპანელთა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა – 3:0.

 

78′ წუთი. ხორვატებს ერთი გოლის გაქვითვის შანსი მიეცათ, მაგრამ პეტკოვიჩმა პენალტის გატანა ვერ მოახერხა – მისი დარტყმული ბურთი უნაი სიმონმა მოიგერია.

 

1tv.ge 

 

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა