ნინი ბირკაია - საშიში იდეალისტები: რეალობასა და იდეალებს შორის
IPN - აშშ-ის საელჩო სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე - ამ დროისთვის არაფერი გვაქვს გამოსაცხადებელი
ირაკლი კობახიძე - მაისის ბოლომდე ამერიკულ მხარესთან არაერთი კომუნიკაცია შედგება, კონკრეტულ შედეგებს იხილავთ
მეფე ჩარლზი - უკრაინისა და მისი ყველაზე მამაცი ხალხის დასაცავად ურყევი გადაწყვეტილებაა საჭირო
უცხოელთა დასაქმების წესი შეიცვალა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავეს – შსს
სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოირჩია
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს

პაატა მანჯგალაძე - თურმე ახლა შეასრულებენ ევროკავშირის რეკომენდაციებს - ექვსი თვის წინ კალაძე აცხადებდა, რომ საქართველომ ყველა რეკომენდაცია შეასრულა

14.06.2024 ნახვები: 446

კახა კალაძეს ვურჩევდი ან მრჩევლები შეცვალოს ან დოკუმენტები თავად წაიკითხოს - ჯერ კიდევ ექვსი თვის წინ კალაძე­ იმას აცხადებდა, რომ საქართველომ ევროკავშირის ყველა რეკომენდაცია შეასრულა და ბურთი ევროპის მოედანზე იყო , - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" გენერალურ მდივანს პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი პაატა მანჯგალაძე.

მანჯგალაძის თქმით, "აღმოჩნდა, რომ ბურთი კალაძეს ჰქონია დამალული და ახლა გამოაჩინეს".

"თურმე ახლა შეასრულებენ ევროკავშირის რეკომენდაციებს!

სიმართლე არის ის, რომ "ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის რეკომენდაციები არ შეასრულა. უფრო მეტიც, მან რუსული რეკომენდაცია შეასრულა, მიიღო რუსული კანონი, რის გამოც ლამის მთელი "ქართული ოცნება" დასანქცირებულია. ქვეყანა არის დიდი რისკის ქვეშ, რადგან სანქცირებული მთავრობით ჩვენ ვერც ნატოში შევალთ და ვერც ევროკავშირში. არ არსებობს პრეცედენტი აშშ-სა და ევროკავშირის მიერ სანქცირებულმა მთავრობებმა ქვეყანას რაიმე სიკეთე მოუტანოს", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა