ნინი ბირკაია - საშიში იდეალისტები: რეალობასა და იდეალებს შორის
IPN - აშშ-ის საელჩო სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე - ამ დროისთვის არაფერი გვაქვს გამოსაცხადებელი
ირაკლი კობახიძე - მაისის ბოლომდე ამერიკულ მხარესთან არაერთი კომუნიკაცია შედგება, კონკრეტულ შედეგებს იხილავთ
მეფე ჩარლზი - უკრაინისა და მისი ყველაზე მამაცი ხალხის დასაცავად ურყევი გადაწყვეტილებაა საჭირო
უცხოელთა დასაქმების წესი შეიცვალა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავეს – შსს
სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოირჩია
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს

ლაშა ტყეშელაძე - რუსულმა ხელისუფლებამ თავისუფალი ახალგაზრდები ტყვედ აიყვანა და გლდანის ციხეში გამოკეტა, მაგრამ ამით არ დაკმაყოფილდა და კრიმინალი „ტიტუშკები“ მიაგზავნა

14.06.2024 ნახვები: 480

რუსულმა რეჟიმმა თავისუფალი ახალგაზრდების ციხეში ყოფნა არ იკმარა და მათ კრიმინალი „ტიტუშკები“ საკანში მიუგზავნა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის განსახორციელებლად - ამ ყველაფრით უნდა დაინტერესდეს სახალხო დამცველი და ყველა საგამოძიებო ორგანოს მოსთხოვოს გამოძიება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იურისტმა, ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სისხლის სამართლის დანაშაულია, როდესაც პატიმარ ადამიანთან საკანში კრიმინალ “ტიტუშკას” შეუშვებ, რომ მასზე ფიზიკურად იძალადოს.

“რუსულმა ხელისუფლებამ თავისუფალი ახალგაზრდები ტყვედ აიყვანა და გლდანის ციხეში გამოკეტა, მაგრამ ამ ყველაფრით არ დაკმაყოფილდა და უკვე ახალგაზრდებთან კრიმინალი „ტიტუშკები“ მიაგზავნა ციხის დაწესებულებაში და თვითონ საკანში, სადაც იძალადეს ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად და უნდოდათ მათზე განეხორციელებინათ ფიზიკური ანგარიშსწორება, მაგრამ იქვე მყოფებმა გადაარჩინეს ეს ახალგაზრდა, ვერ მოხდა ამ ადამიანზე ფიზიკური ანგარიშსწორება. ე.წ. ბადრაგი, დაგვიანებით მივიდა, როდესაც ეს „ტიტუშკა“ კრიმინალი გაჰყავდათ საკნიდან, მას პირველი კითხვა დაუსვა - სად მიგყავართ, ტელეფონთან? აქედანაც ჩანს, რომ ეს ყველაფერი იყო წინასწარ დაგეგმილი, შეთანხმებული და ე.წ. “აჩოტების” ჩაბარება უნდოდა დამკვეთთან. ეს ყველაფერი არის არაადამიანური საქციელი, არის სისხლის სამართლის დანაშაული, როდესაც პატიმარ ადამიანთან შიგნით, საკანში შეუშვებ კრიმინალ “ტიტუშკას”, რომ მასზე იძალადოს ფიზიკურად.

ამ ყველაფრით უნდა დაინტერესდეს პირადად სახალხო დამცველი, პირად კონტროლზე უნდა აიყვანოს აღნიშნული საქმე, გამოვიდეს და დაგმოს ძალადობა და თქვას, რომ ეს ადამიანები არიან უკანონოდ დაკავებულები და გამოძიება მოსთხოვოს ყველა შესაბამის ორგანოს. ყველა დანაშაულს აქვს ხანდაზმულობა 15-20 წელი და აუცილებლად ყველასთან მივა სამართალი, ეს ადამიანები კი აუცილებლად მალე გათავისუფლდებიან,” - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა