ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

პროკურატურამ მარტვილის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ძალადობის და მუქარის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

ნახვები: 487 პროკურატურამ მარტვილის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ძალადობის და მუქარის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ მარტვილის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ძალადობის და მუქარის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„საქართველოს პროკურატურამ მარტვილის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ძალადობის და მუქარის ფაქტებზე გ.ხ.-ს, ხ.გ.-ს და ი.ბ.-ს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 ივნისს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდაში კანიონის მშენებლობასთან დაკავშირებით წარმოშობილი უთანხმოების გამო, ი.ბ.-მ გ.ხ.-ს მეუღლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

აღნიშნულით განაწყენებული გ.ხ. შურისძიების მოტივით, ძმასთან ხ.გ.-სთან ერთად სანადირო ცეცხლსასროლი იარაღით და დანით შეიარაღებული გაემართა ი.ბ.-ს და მისი თანამოაზრეების მოსაძებნად, რა დროსაც გზად შეხვდა დაპირისპირებული მხარის წარმომადგენლებს და მათ სანადირო თოფის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ასევე ერთ-ერთ მათგანს - მ.ბ.-ს დანით რამოდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაზარალებულს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად სიცოცხლე შეუნარჩუნდა. მოგვიანებით, გ.ხ. ძმასთან ერთად ბალდაში, კანიონის მშენებლობასთან დაკავშირებით შეკრებილ, მასთან დაპირისპირებულ მხარესთან მივიდა, სადაც ასევე დანის გამოყენებით მოქალაქეებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.

გ.ხ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა), სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხ.გ.-ს ბრალდება 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს, ხოლო ი.ბ.-ს ბრალდება სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) წარედგინა, რაც 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა