ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზმები დაკავებული არიან ზიზღის კამპანიით

ნახვები: 459 შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზმები დაკავებული არიან ზიზღის კამპანიით

ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზმები დაკავებული არიან ზიზღის კამპანიით, ემუქრებიან, შეურაცხყოფას აყენებენ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს და სამწუხაროდ, ამაზე ევროკავშირის მხრიდან არანაირი რეაქცია არ გვაქვს - წაყრუება მიუღებელია, თუ იწონებენ ამას და ამბობენ, რომ ეს არის გამოხატვის თავისუფლების ნაწილი, გვითხრან, თუ პასუხისმგებლობას არ იღებენ ევროკავშირის ბიუჯეტიდან დახარჯულ ფულზე, ესეც გვითხრან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მან ევროკავშირის სტრუქტურებს, პოზიციის გამოხატვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ წაყრუება, რომელიც არის ძალადობის და ტერორის მიმართ და ასევე, მმართველი გუნდის მიმართვების მიმართ, მიუღებელია.

პაპუაშვილმა ევროკავშირს ასევე მოუწოდა, შეისწავლოს ის შემთხვევები, როდესაც ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციები და მათი თანამშრომლები დაკავებულები არიან მუქარით, ტერორით, დაშინებით, ტელეფონზე რეკვით.

„რა ხანია ვხედავთ მუქარას, დაშინების მცდელობას, სატელეფონო ზარებს, ოჯახის წევრებზე თავდასხმას, მუქარას, ტელეფონების ნომრების გასაჯაროებას, ტერორს ოჯახებზე, პირად სივრცეში მივარდნას და ზიზღის ენას - ამ ყველაფერს კოორდინირებულად ახორციელებენ რადიკალური ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამ ორგანიზაციების ნაწილი არის დაფინანსებული ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა ევროპის დემოკრატიის ფონდი. კიდევ ერთხელ მივმართავ ევროკავშირის წარმომადგენლობას, როგორც საქართველოში, ისე საერთოდ, ევროკავშირს და ევროკომისიას, შეისწავლოს ის შემთხვევები, როდესაც ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციები და მათი თანამშრომლები დაკავებულები არიან მუქარით, ტერორით, დაშინებით, ტელეფონზე რეკვით.

ეს არის შემთხვევები, რომელსაც სამწუხაროდ, დღემდე ევროკავშირის არც ერთი წარმომადგენელი არ გამოხმაურებია. ამას არ გამოხმაურებია არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომ დაეგმო ეს ძალადობა, ტერორი, მუქარა, ზიზღის კამპანია, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის და რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ეს წაყრუება თავის მხრივ, შეიძლება იქნას ამ ჯგუფების მხრიდან გაგებული, როგორც წახალისება. ჩვენ ვხედავთ, რომ სულ უფრო იმატებს მათი მხრიდან ეს ზიზღის კამპანია, რომელიც თავის მხრივ, აღრმავებს პოლარიზაციას. სამწუხაროა, რომ ამ პოლარიზაციის არათუ გაღრმავების წინააღმდეგ რამეს აკეთებენ ევროპული სტრუქტურები, არამედ ამ წაყრუებით და იმით, რომ ეგუებიან, რომ ევროკავშირის ფული იხარჯება იმ ორგანიზებაზე, რომლებიც ჩართულები არიან ზიზღის და პოლარიზაციის კამპანიაში, თავისთავად ვნებს საქართველოს. მივმართავ ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებს, შეისწავლოს ეს საკითხი და დააფიქროს თავისი პოზიცია,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა