ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

მიხეილ დაუშვილი - მიუხედავად იმისა, რომ ეს სანქციები პერსონალურია, ყველა ვზიანდებით

ნახვები: 520 მიხეილ დაუშვილი - მიუხედავად იმისა, რომ ეს სანქციები პერსონალურია, ყველა ვზიანდებით

დღეს ადამიანები, ვინც ჩვენს ქვეყანას აზიანებს და უდიდეს რისკებს უქმნის, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მეგობრისგან არიან დასანქცირებული, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

დაუშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს სანქციები, წერტილოვანი და პერსონალურია, საბოლოო ჯამში, თავისი გადაცემის ეფექტი აქვს, რითაც ყველა ზიანდება.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, დღეს მთავარი პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებაზე” და მის მესვეურებზეა, რომ გონს მოეგონ და მიიღონ გადაწყვეტილებები, რომ ქვეყანა აღარ დააზიანონ.

“ყოველთვის ვამბობდით, რომ პასუხისმგებლობა პერსონალიზირებული იქნებოდა. რეალობაც ეს არის, დღეს ადამიანები, ვინც ჩვენს ქვეყანას აზიანებს და უდიდეს რისკებს უქმნის, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მეგობრისგან არიან დასანქცირებული. ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ეს სანქციები მიუხედავად იმისა, რომ წერტილოვანი და პერსონალურია, საბოლოო ჯამში, თავისი გადაცემის ეფექტი აქვს, რითაც ჩვენ ყველა ვზიანდებით. რეალობა არის ის, რომ კონკრეტული ადამიანები, ვინც დღეს “ოცნების” მესვეურები არიან, ამოფარებული არიან სახელმწიფოს და ფაქტობრივად თავიანთ ქონებას, თავს და კორუფციით თუ სხვა გზით მოპოვებულ ქონებას ჩვენი სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე იცავენ, რაც კატეგორიულად მიუღებელია. მათთვის ამის უფლება არავის მიუცია, ამიტომ ჯერ კიდევ არსებობს დრო და შესაძლებლობა, რომ ეს ადამიანები გონს მოეგონ და თავი დაანებონ ამ ქვეყნის დაზიანებას. ეს ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. უნდა გვესმოდეს, რომ სხვაგვარად, სამწუხაროდ, ეს პროცესი ვერ გაჩერდება. დღეს მთავარი პასუხისმგებლობა “ოცნებაზე” და “ოცნების” მესვეურებზეა, რომ გონს მოეგონ და მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომ ეს ქვეყანა აღარ დააზიანონ”, - აღნიშნა ‘მიხეილ დაუშვილმა.

ინფორმაციისთვის, აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა - შეზღუდვები დაუწესდებათ “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა