ნინი ბირკაია - საშიში იდეალისტები: რეალობასა და იდეალებს შორის
IPN - აშშ-ის საელჩო სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე - ამ დროისთვის არაფერი გვაქვს გამოსაცხადებელი
ირაკლი კობახიძე - მაისის ბოლომდე ამერიკულ მხარესთან არაერთი კომუნიკაცია შედგება, კონკრეტულ შედეგებს იხილავთ
მეფე ჩარლზი - უკრაინისა და მისი ყველაზე მამაცი ხალხის დასაცავად ურყევი გადაწყვეტილებაა საჭირო
უცხოელთა დასაქმების წესი შეიცვალა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავეს – შსს
სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოირჩია
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს

პაატა მანჯგალაძე ხელისუფლებას - როგორ შეიძლება ხელისუფლების ამოცანა ყოველდღიურად საკუთარი მოსახლეობის დაღლა, დაშინება და დეზინფორმირება იყოს

03.06.2024 ნახვები: 446

ტერმინები მაინც შეცვალეთ, რუსები ამბობენ, რომ უკრაინაში უკრაინელ ფაშისტებს ებრძვიან, აქ კობახიძე ამბობს, რომ ლიბერალ ფაშისტებს ებრძვით საქართველოში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა

მისი თქმით, ყოველდღიურად ხელისუფლების ამოცანა მოსახლეობის დაღლა, დაშინება და დეზინფორმირება არ უნდა იყოს.

„მართლა ვერ ხვდებით თქვენი განცხადებებით რომ ღიად რუსულ პროპაგანდაზე და რუსული საქმის კეთებაზე გადახვედით?

რუსული საქმე არ არის როცა თქვენი ყველა განცხადება ემსახურება საზოგადოებაში ევროკავშირისა და აშშ-ს მიმართ უნდობლობის გაღვივებას, საზოგადოების ერთმანეთზე დაგეშვას, ძალადობის წახალისებას?

როგორ შეიძლება ხელისუფლების ამოცანა ყოველდღიურად საკუთარი მოსახლეობის დაღლა, დაშინება და დეზინფორმირება იყოს - ამას ემსახურება თქვენი ყველა განცხადება.

რუსეთიც ხომ ასე მუშაობს, რომ სისტემატიურად გაავრცელოს დეზინფორმაცია, დათრგუნოს და დააშინოს მოსახლეობა, ფიზიკურად გაუსწორდეს განსხვავებული აზრის მქონე ორგანიზაციებს და მოქალაქეებს, ევროპა და აშშ წარმოაჩინოს მტრად, მთავარ საფრთხედ და ამის ფონზე თვითონ გამოჩნდეს უკეთესი.

ტერმინები მაინც შეცვალეთ, რუსები ამბობენ, რომ უკრაინაში უკრაინელ ფაშისტებს ებრძვიან, აქ კობახიძე ამბობს, რომ ლიბერალ ფაშისტებს ებრძვით საქართველოში.

მოეშვით ამ მავნებლობებს. თქვენ არანაირი ხალხის პრობლემების მომგვარებლები არ ხართ და რაც დაგრჩენიათ ხელისუფლებაში ყოფნის ვადა, ახალ პრობლემებს მაინც ნუ დაუმატებთ ჩვენს მოქალაქეებს.

საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა!

საქართველო იქნება ძლიერი და ერთიანი!

ქართველი ხალხი გაიმარჯვებს!” - განაცხადა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა