ვიქტორ ოსიმენი - ჩემთვის საუკეთესო პარტნიორი კვარაცხელია იყო
დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის მეფისა და დედოფლის პატივსაცემად შოტლანდიურ ვისკიზე ტარიფები გააუქმა
ლონდონში მომხდარი თავდასხმის გამო დიდი ბრიტანეთის ეროვნული საფრთხის დონე გაზარდეს
მიხეილ სააკაშვილი - პატრიარქის "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ - რეიტინგში საქართველომ 21 ადგილით უკან დაიხია და მსოფლიოში 135-ე ადგილს იკავებს
პიტ ჰეგსეტი - პენტაგონმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოყო
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 125 აშშ დოლარს გადააჭარბა
მიხეილ სააკაშვილი - იმოქმედეთ, გადადით შეტევაზე, დაირაზმეთ-თქო და სანაცვლოდ ამიყვირდნენ "ერთპიროვნული ლიდერობა უნდა მიშასო"

გიორგი ვაშაძე - საქართველოს მართავს ტერორისტულ-მოღალატეობრივი დაჯგუფება, „ქართული ოცნების“ სახით

01.06.2024 ნახვები: 523

დღეს საქართველოს მართავს ტერორისტულ-მოღალატეობრივი დაჯგუფება, „ქართული ოცნების“ სახით, რომელიც ძარცვავს დღენიადაგ ჩვენს ქვეყანას- კორუმპირებული და გახრწნილი ხელისუფლებით, ჩვენ ევროკავშირის წევრი ვერ გავხდებით ვერასდროს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ამოცანაა ჩამოაშოროს მმართველი პარტია ხელისუფლებას და ქვეყანა დაუბრუნოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას.

„ანტიკორუფციული ბიურო არ არსებობს ამ ქვეყანაში, ეს არის მორიგი გაუგებარი უწყება, რომელიც ცდილობს ხელი დააფაროს კორუფციას ქვეყანაში. დღეს საქართველოს მართავს ტერორისტულ-მოღალატეობრივი დაჯგუფება, „ქართული ოცნების“ სახით, რომელიც ძარცვავს დღენიადაგ ჩვენს ქვეყანას. ზემდიდრები გახდნენ. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, ჩამოვაშოროთ ისინი მმართველობას და დავუბრუნდეთ ევროკავშირში ინტეგრაციის გზას. დღეის მდგომარეობით, არათუ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხი, მთლიანად შეჩერებულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და კორუმპირებული და გახრწნილი ხელისუფლებით, ჩვენ ევროკავშირის წევრი ვერ გავხდებით ვერასდროს“,- განაცხადა ვაშაძემ.

მან ეუთო/ოდირის დასკვნაც შეაფასა და აღნიშნა, რომ მათ ყველა მუხლის მაგალითზე განმარტეს, რატომ არის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი რუსული.

„ქართული ოცნება“ ყველას ესხმის თავს, მათ შორის, ძალიან არ უნდა, რომ ეუთო/ოდირიდან დამკვირვებლები ჩამოვიდნენ არჩევნებზე დასაკვირვებლად. ისე ეუთო/ოდირმა ისიც კი გაუქარწყლა და მუხლობრივად უთხრა, რატომ არის ეს კანონი რუსული. ვამბობდი, რომ, მე მგონი, მარსზე რომ სიცოცხლე იყოს, ისინიც გააკეთებდნენ უკვე განცხადებას, რომ ეს კანონი არის რუსული, აღარაფერი არ დარჩა სამყაროში, ვინც განცხადება არ გააკეთა. ჯერჯერობით მარსზე არ არის წარმომადგენლობა, თორემ იქიდანაც შემოხმიანება იქნებოდა რუსულ კანონთან დაკავშირებით. ჩვენ რუსული კანონისგან და რუსული რეჟიმისგან უნდა გავთავისუფლდეთ, ეს არის ჩემი პასუხი ქართულ ოცნებას“,- განაცხადა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა