„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ - რეიტინგში საქართველომ 21 ადგილით უკან დაიხია და მსოფლიოში 135-ე ადგილს იკავებს
პიტ ჰეგსეტი - პენტაგონმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოყო
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 125 აშშ დოლარს გადააჭარბა
მიხეილ სააკაშვილი - იმოქმედეთ, გადადით შეტევაზე, დაირაზმეთ-თქო და სანაცვლოდ ამიყვირდნენ "ერთპიროვნული ლიდერობა უნდა მიშასო"
დონალდ ტრამპი - პუტინს ცეცხლის შეწყვეტა შევთავაზე
ნინი ბირკაია - საშიში იდეალისტები: რეალობასა და იდეალებს შორის
IPN - აშშ-ის საელჩო სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე - ამ დროისთვის არაფერი გვაქვს გამოსაცხადებელი
ირაკლი კობახიძე - მაისის ბოლომდე ამერიკულ მხარესთან არაერთი კომუნიკაცია შედგება, კონკრეტულ შედეგებს იხილავთ

გიორგი ვაშაძე - პრემიერის თავდასხმა გერმანიის ელჩზე იგივეა, რაც თავდასხმა გერმანიის სახელმწიფოზე

30.05.2024 ნახვები: 491

ირაკლი კობახიძის უტიფრობა და თავდასხმა გერმანიის ელჩზე იგივეა, რაც თავდასხმა გერმანიის სახელმწიფოზე - ეს კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს იმაზე, თუ როგორ ცდილობს „ქართული ოცნება“ დაგვაშოროს ჩვენს დასავლელ მეგობრებსა და პარტნიორებს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიზანია საქართველოს სრული იზოლაცია მოახდინონ და ქვეყანა რუსეთის პირისპირ მარტო დატოვონ.

„ირაკლი კობახიძის უტიფრობა და თავდასხმა გერმანიის ელჩზე, პიტერ ფიშერზე, რომელიც ერთ-ერთია იმ პარტნიორებიდან ვინც აქტიურად ლობირებს და მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, იგივეა, რაც თავდასხმა გერმანიის სახელმწიფოზე და ეს კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს იმაზე, თუ როგორ ცდილობს „ქართული ოცნება“ დაგვაშოროს ჩვენს დასავლელ მეგობრებსა და პარტნიორებს. მათი მიზანია მოახდინონ საქართველოს სრული იზოლაცია და ქვეყანა დატოვონ რუსეთის პირისპირ მარტო.

გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი არის საქართველოს და ქართველი ხალხის დიდი მეგობარი და ის თავისი საქმიანობითა და მხარდაჭერით ყოველთვის ამტკიცებს, რომ დგას ქართველი ხალხის გვერდით ევროინტეგრაციის გზაზე. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ გერმანიის ელჩს ბატონ პიტერ ფიშერს!

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ დაკარგოს საქართველომ საერთაშორისო პარტნიორები და ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსი დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი სახელმწიფო!“ - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პეტერ ფიშერის განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროპული გზიდან გადაუხვია, ანტიქართულია. მისი თქმით, გერმანია საქართველოში ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს.

„გერმანია, რომელიც ტრადიციულად გამოირჩეოდა, როგორც პასუხისმგებლობით აღსავსე სახელმწიფო, ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში. ელჩი, რომელიც აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, ჩვენთვის არ არის ღირებული,“ - განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა