„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ - რეიტინგში საქართველომ 21 ადგილით უკან დაიხია და მსოფლიოში 135-ე ადგილს იკავებს
პიტ ჰეგსეტი - პენტაგონმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოყო
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 125 აშშ დოლარს გადააჭარბა
მიხეილ სააკაშვილი - იმოქმედეთ, გადადით შეტევაზე, დაირაზმეთ-თქო და სანაცვლოდ ამიყვირდნენ "ერთპიროვნული ლიდერობა უნდა მიშასო"
დონალდ ტრამპი - პუტინს ცეცხლის შეწყვეტა შევთავაზე
ნინი ბირკაია - საშიში იდეალისტები: რეალობასა და იდეალებს შორის
IPN - აშშ-ის საელჩო სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე - ამ დროისთვის არაფერი გვაქვს გამოსაცხადებელი
ირაკლი კობახიძე - მაისის ბოლომდე ამერიკულ მხარესთან არაერთი კომუნიკაცია შედგება, კონკრეტულ შედეგებს იხილავთ

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ცდილობს "მშვიდობის სამიტის" ჩაშლას - ზეწოლას ახდენს ლიდერებზე, ღიად ემუქრება ქვეყნებს დესტაბილიზაციით

30.05.2024 ნახვები: 456

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი კვლავ ცდილობს ჩაშალოს შვეიცარიაში დაგეგმილი მსოფლიო "მშვიდობის სამიტი" და ახორციელებს ზეწოლას ქვეყნებზე, რომ სამიტს არ დაესწრონ.

ზელენსკის ინფორმაციით კონფლიქტის მოგვარების გლობალურ ძალისხმევასთან ახლა თითქმის 100 ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაციაა დაკავშირებული.

„რუსეთი ვეღარ შეძლებს სამიტის ჩაშლას, თუმცა ძალიან ცდილობს ამის გაკეთებას. ეს ახორციელებს ზეწოლა ლიდერებზე, ღიად ემუქრება სხვადასხვა ქვეყნებს დესტაბილიზაციით და ეს არის ერთ-ერთი შედეგი იმისა, რომ მსოფლიო ტერორისტულ სახელმწიფოს ძალიან დიდ დროს აძლევს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის მთავრობის, პარლამენტის და სხვა ინსტიტუტების წარმომადგენლები მუშაობენ იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ქვეყანა დაესწროს სამიტს და ის ნამდვილად ეფექტური იყოს, რაც საჭიროა რეალურ მშვიდობასთან დასაახლოებლად.

ზელენსკის სურს, რომ სამიტმა, რომელიც დაგეგმილია 15-16 ივნისს შვეიცარიაში, შექმნას ფრონტი რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლად და მისი "მშვიდობის ფორმულის" წინსვლისთვის - რომელიც რუსული ჯარების გაყვანას და უკრაინის 1991 წლის საზღვრების აღდგენას ითვალისწინებს. სამიტის შვეიცარიელ მასპინძლებს რუსეთი არ მიუწვევიათ და მოსკოვი აცხადებს, რომ ღონისძიებას, მისი მონაწილეობის გარეშე, აზრი არ აქვს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა