ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

ნათია თურნავა - მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები ძლიერია, ფინანსურ ბაზარზე რყევები კი მოკლევადიანი

ნახვები: 509 ნათია თურნავა - მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები ძლიერია, ფინანსურ ბაზარზე რყევები კი მოკლევადიანი

ყველა ჩვენი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორი ძლიერია, ჯანსაღია, ისეთივე ჯანსაღი, როგორც 2023 წელს იყო. ასეა წელსაც, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

თურნავას თქმით, ძლიერი ეკონომიკური ზრდა 2024 წელსაც გრძელდება და 2024 წლის პირველი სამი თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.8%-ია.

„მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები ძლიერია. 2023 წელს საქართველოს რეალური მშპ წინასწარი მონაცემებით, 7.5%-ით გაიზარდა. მნიშვნელოვანია, რომ ზრდის მთავარი მამოძრავებელი ინვესტიციები იყო. კერძოდ, ეკონომიკურ ზრდაში ინვესტიციებმა 5.4 პპ-იანი წვლილი შეიტანა. ძლიერი ეკონომიკური ზრდა 2024 წელსაც გრძელდება და 2024 წლის პირველი სამი თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.8 პროცენტია.

ამავდროულად, 2023 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მშპ-ს 4.3 პროცენტი შეადგინა, რაც ისტორიულად დაბალი მაჩვენებელია. სახეზე გვაქვს ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებაც“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, არსებული ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტებისა და ტენდენციების ფონზე, გაცვლითი კურსი მყარდებოდა და გამყარებულ პოზიციას ინარჩუნებს.

„2023 წელს რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 2.1 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კი 14.8 პროცენტით გამყარდა, რამაც ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ინფლაციის შემცირებაში. არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ რომელიმე ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორი ნეგატიურ დინამიკას განიცდის, აქედან გამომდინარე, ის მოკლევადიანი ცვლილება გამოწვეულია ხელოვნური აჟიოტაჟით, ნეგატიური მოლოდინებით, ქმნის არასტაბილურობის განცდას, აჟიოტაჟს ბაზარზე, რაზეც რეაგირებენ ბაზრის აქტორები, მაგრამ ვინაიდან ამას არ უდგას უკან არც ერთი ფუნდამენტური ფაქტორი, არც ეკონომიკური და არც სავალუტო შემოდინებების თვალსაზრისით, აქედან გამომდინარე მოგახსენებთ, რომ ეს არის მოკლევადიანი ეფექტი“, - აცხადებს ნათია თურნავა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა