ვიქტორ ოსიმენი - ჩემთვის საუკეთესო პარტნიორი კვარაცხელია იყო
დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის მეფისა და დედოფლის პატივსაცემად შოტლანდიურ ვისკიზე ტარიფები გააუქმა
ლონდონში მომხდარი თავდასხმის გამო დიდი ბრიტანეთის ეროვნული საფრთხის დონე გაზარდეს
მიხეილ სააკაშვილი - პატრიარქის "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ - რეიტინგში საქართველომ 21 ადგილით უკან დაიხია და მსოფლიოში 135-ე ადგილს იკავებს
პიტ ჰეგსეტი - პენტაგონმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოყო
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 125 აშშ დოლარს გადააჭარბა
მიხეილ სააკაშვილი - იმოქმედეთ, გადადით შეტევაზე, დაირაზმეთ-თქო და სანაცვლოდ ამიყვირდნენ "ერთპიროვნული ლიდერობა უნდა მიშასო"

სალომე ზურაბიშვილი - ველოდები ემანუელ მაკრონს საქართველოში დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს

19.05.2024 ნახვები: 680

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი დამოუკიდებლობის დღისთვის ქვეყანაში მოიწვია.

„მივწერე პრეზიდენტ მაკრონს, ველოდები მას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს“, - განაცხადა პრეზიდენტმა ფრანგულ გამოცემა La Tribune Dimanche-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ახლა სასწორზე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის მომავალი დევს.

„სასწორზე მხოლოდ საქართველო არ დევს, ეს არის საბჭოთა უღლისა და რუსული გავლენის მენტალიტეტიდან კავკასიის საბოლოოდ დახსნის საკითხი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გამოცემასთან საუბარში.

პრეზიდენტის განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა გამოეხმაურა და აღიშნა, რომ საფრანგეთის ხელისუფლება ისტერიულად ეძებს ადგილს ახალი კალედონიისთვის.

„როგორც ჩანს, ელისეის სასახლეში ისტერიულად ეძებენ ახალ ადგილს ახალი კალედონიისთვის, აკეთებენ რა არჩევანს საქართველოსა და სომხეთს შორის“, - აღნიშნა ზახაროვამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა