ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

დუგინი "ოცნებას" ისევ აქებს - მთავრობა ხვდება, რომ რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ქვეყანას კოლაფსამდე მიიყვანს

ნახვები: 602 დუგინი "ოცნებას" ისევ აქებს - მთავრობა ხვდება, რომ რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ქვეყანას კოლაფსამდე მიიყვანს

საქართველოს მთავრობა ხვდება, რომ რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ქვეყანას კოლაფსამდე მიიყვანს. ამის შესახებ რუსი პროპაგანდისტი და იდეოლოგი ალექსანდრ დუგინი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს.

დუგინის თქმით, „საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის ქვეყნები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა“. დუგინი თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებასაც ციტირებს.

„ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელები გუშინ თბილისში „უცხოური აგენტების“ კანონის მიღების წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდნენ. მათ განაცხადეს, რომ ევროპული გზა საქართველოსთვის ჩაიკეტება და ქართველ ერს უნდა დაეხმარონ ევროპის ერებთან გაერთიანებაში. მმართველი “ქართული ოცნების” პარტიაში განაცხადეს, რომ გარე ძალები მოქმედი მთავრობის დამხობას ცდილობენ.

“ეს მეგობრობა არ არის, ეს მტრობა და ქვეყანაში პოლარიზაციის ჩანერგვის მცდელობაა. როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი რომ ერევანში ჩასულიყო და ოპოზიციის მიტინგში მიეღო მონაწილეობა? რა დამოკიდებულება იქნებოდა? ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ”, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეარხ “რუსთავი 2”-ის ეთერში.

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის გარე ძალები დიდი ხანია ცდილობენ საქართველოში ვითარების არევას, ოპოზიციის მობილიზებას მთავრობის წინააღმდეგ რეაქციული ქმედებებისთვის, რომელიც ეწინააღმდეგება ლიბერალურ, დასავლურ და ანტიეროვნულ რეფორმებს. ატლანტისტებს სურთ, რომ საქართველომ ახლანდელი მოლდოვისა და სომხეთის გზით იაროს, რომლებიც ევროინტეგრაციისთვის დასავლეთის ნებისმიერ ბრძანებას ასრულებენ, მაგრამ საქართველოს მთავრობას დღეს ესმის, რომ ერთსქესიანთა ქორწილების ლეგალიზება, რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა და დასავლური ლიბელარული ტექნოლოგიების ჩანერგვა, რომლებიც ქართველებს რუსებისა და სხვა ერების წინააღმდეგ აწყობენ, ქვეყანას კოლაფსამდე მიიყვანს. ოპოზიციის პროვოცირებისთვის, დასავლეთი ღიად კრიმინალურ ქმედებებზე გადავიდა - სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელები თბილისში ოფიციალური ვიზიტის საფარს ქვეშ პირდაპირი მნიშვნელობით ერევიან ჯერ კიდევ თავისუფალი საქართველოს საქმეებში”, - წერს დუგინი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა