ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

ლევან ხაბეიშვილი - „რუსული კანონი“ უდრის ეკონომიკურ კოლაფსს

ნახვები: 601 ლევან ხაბეიშვილი - „რუსული კანონი“ უდრის ეკონომიკურ კოლაფსს

„რუსული კანონი“ უდრის ეკონომიკურ კოლაფსს - ხელისუფლებას პრობლემა შეექმნება დაარიგოს პენსიები, გასცეს სოციალური დახმარება, ან თუ გასცემს ხელფასებს, პენსიებს, სოციალურ დახმარებას, ამას ექნება ქაღალდის ფასი , - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ვეტოც დაძლია, შედეგები კიდევ უფრო მძიმე იქნება, ვიდრე ლარის კურსის გაუფასურება.

„ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან დაპირისპირება, ევროკავშირზე რუსული კანონით უარის თქმა - უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს და საქართველოს მოქალაქეებს ძალიან მძიმე ფასად დაუჯდება. მე მინდა საზოგადოება წინასწარ გავაფრთხილო, რუსული კანონის შედეგი სახეზეა, მათ შორის ლარის კურსთან დაკავშირებით, უნდა გვესმოდეს, რომ ეკონომიკური კოლაფსია მოსალოდნელი იმ ფონზე, როცა დასავლეთს, ევროკავშირს, სანქციებს არაფრად აგდებს ივანიშვილის ხელისუფლება, საქართველოს ეკონომიკის 80 პროცენტი ფაქტობრივად დასავლურ ეკონომიკაზე დგას, ამიტომ რუსული კანონი, რომელიც უკვე ფაქტობრივად ამოქმედებულია რეპრესიების სახით, ადამიანების ცემით, დაკავებით, შანტაჟით, მუქარით, დევნით, ადამიანებზე აისახება ფინანსურად და მე მინდა საქართველოს მოსახლეობა გავაფრთხილო, რომ თუ ასე გაგრძელდა, ხელისუფლებას პრობლემა ექნება დაარიგოს პენსიები, გასცეს სოციალური დახმარება, ან თუ გასცემს ხელფასებს, პენსიებს, სოციალურ დახმარებას, ამას ექნება ქაღალდის ფასი. უნდა იცოდეთ, რომ ადამიანები, ვინც ჯერ კიდევ მუშაობთ, გაქვთ კონკრეტული ანაზღაურება, ცხოვრობთ კონკრეტულ შემოსავალზე, რუსული კანონის პირობებში, ევროკავშირთან დაპირისპირების პირობებში, დასავლეთთან დაპირისპირების პირობებში ეკონომიკურ ბლოკადაში მოექცევა ჩვენი ქვეყანა და ცხადია ეს ძალიან მძიმედ აისახება ფასებზე და აბსოლუტურად ყველაფერზე. ამიტომ, გარდა საზოგადოების გაფრთხილებისა, რომელსაც მოვუწოდებ აქტიურობისკენ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან მძიმე რეალობა დადგება მათ შორის ეკონომიკურად საქართველოში, მინდა მოვუწოდო ბიზნესმენებს, ნაწილმა გამოიჩინა გმირობა და ღიად არიან რუსული კანონის წინააღმდეგ, მათ მოვუწოდებ, რომ განუმარტონ საზოგადოებას იმ პრობლემების შესახებ, რომელიც უახლოეს პერიოდში ელოდება ქართველ ხალხს რუსული კანონის პირობებში. ასევე, უნდა გესმოდეს, რომ თუ რუსულმა ხელისუფლებამ ვეტოც დაძლია, შედეგები იქნება კიდევ უფრო მძიმე და ამ დროისთვის საქართველოს ეს უკვე დაუჯდა 60 მილიონი დოლარი ლარის კურსის შედარებით შენარჩუნება და ყოველდღე ეს პრობლემა კიდევ უფრო და უფრო გაიზრდება. რაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს საქართველოს მოქალაქეს. ამიტომ, მნიშვნელოვანია მშვიდობიანად ყველამ ვიბრძოლოთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა