ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმაისტერი
ირაკლი კობახიძე ვიზალიბერალიზაციაზე - შანტაჟი ვერ გაჭრის
მაკა ბოჭორიშვილი - შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,380 over past day
Melnyk urges UN to ban Russia from peacekeeping missions over sexual violence crimes
Zelensky, Macron coordinate next steps in phone call
Zelensky has talk with Witkoff and Kushner

„კულტურაში ცვლილებები უნდა იყო სიახლისთვის და არა იმისთვის - მე შენ ახლა დედას გიტირებ" - ასმათ ტყაბლაძე

27.01.2022 ნახვები: 1439

დიდი რეპრესიები ქართულ კულტურაში თუ ცვლილებები სიახლისთვის?! ჯერჯერობით უცნობია რა დგას ყბადაღებული მოხსნების უკან. ხელოვანების გარკვეულ ნაწილში და არ მხოლოდ ხელოვანებში, პროტესტია. კულტურის მინისტრის მიერ ყველა მოხსნილი პირი აცხადებს, რომ პოლიტიკური ნიშნით იქნა გათავისუფლებული. თავად კულტური მინისტრის, თქმით კი ცვლილებების დრო მოვიდა და მხოლოდ არაკეთილსინდისიერი და არაპროფესიონალი თანამშრომელები ტოვებენ სამსახურებს.

NATION-ი თემაზე სასუბროდ ჯერ რეჟისორ ქეთი დოლიძეს დაუკავშირდა, თუმცა მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა და განაცხადა, რომ „ის 5 წელია, მსგავს თემებზე განცხადებებს არ აკეთებს" და ამიტომაც არ აპირებს, რომ კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებები შეაფასოს.

მსახიობმა ასმათ ტყაბლაძემ კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებების შეფასებისას განაცხადა, რომ „ცვლილებები აუცილებელია სიახლისთვის, მაგრამ იმის ხარჯზე არა რომ ვიღაც დაჩაგრო, ვიღაც გააგდო და დედა უტირო"

როგორ შეფასებდით, კულტურის სამინისტროს, ე.წ. რეპრესიებს?

ზუსტად რას აკეთებს და როგორ აკეთებს და რისთვის აკეთებს არ ვიცი, მაგრამ სიახლე აუცილებელია.

რატომ?

იმიტომ, რომ იცით რა, თუ მსახიობებზე ვისაუბრებთ, კონკურსში უნდა მიიღოს მონაწილეობა, ასევე უნდა იყოს ხელმძღვანელებზეც და რეჟისორებზეც.

ჰო, მაგრამ ყველა ამ მოხსნა-გათავისუფლების უკან ანგარიშსწორებას ხედავს.

პირადი ანგარიშოსწორება არ უნდა იყოს. ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს კანონიერი. საშინელ მდგომარეობაშია თეატრი და კინო, აუცილებელია კულტურაში სიახლე და ცვლილებები.

რატომ არის ცუდ მდგოამრეობაში კულტურა?

არ ვიცი ეს რის გამო ხდება - უფულობის გამო, ან ხელმძღვანელი არ ვარგა და ამიტომ. სულ სხვა თეატრები გქვონდა, სულ სხვა ხელმძღვანელები იყო, სულ სხვა დამოკიდებულება მაყურებელთან, აუცილებელია ცვლილება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ჯიბრზე.

ჯიბრზე ანუ, გულისხმობთ, რომ ცვლილებები არ უნდა იყოს პოლიტიკური ნიშნით და ასეთ ქმედებას არ ეთანხმებით?

არა, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები. სიახლის მომხრე ვარ, მაგრამ იმის ხარჯზე არა რომ ვიღაც დაჩაგრო, ვიღაც გააგდო და დედა უტირო. იცით რა, მსახობის გარეშე ვერ იარსებებს თეატრი, ხელმძღვანელი უნდა იყო პეტრე ან პავლე და მსახიობი როგოროც მინდა ისე უნდა ვაბურთაო, ეგრე არ არის. მთავარი მსახიობია თეატრში, ვერც რეჟისორი და ვერც ვერავინ ვერაფერს გააკეთებს, თუ კარგი მსახიობი არ ჰყავს. ამას, იმიტომ არ ვამბობ რომ მსახიობი ვარ, მართლა მსახიობია მთავარი.

უფრო კონკრეტულად თუ შეიძლება, რისთვის უნდა განხორციელდეს კულტურაში ცვლილებები?

ამიტომ, კულტურაში ცვლილებები უნდა იყო სიახლისთვის და არა იმისთვის - მე შენ ახლა დედას გიტირებ. ნიჭიერი ერი ვართ და უნდა მოგვეცეს ნიჭის რეალიზების საშუალება.

ესაუბრა, ზუკა ნემსაძე

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა