ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
გოჩა მირცხულავა: შიო III, მიტროპოლიტი ანტონი და ისევ აფხაზეთი – მეტისმეტად ბევრი დამთხვევაა ერთსა და იმავე თემაზე

სალომე სამადაშვილი - პაპუაშვილი ლანდსბერგისს რომ რუსების მოკავშირეს უწოდებს, თავის მასხრად აგდებაა

ნახვები: 604 სალომე სამადაშვილი - პაპუაშვილი ლანდსბერგისს რომ რუსების მოკავშირეს უწოდებს, თავის მასხრად აგდებაა

პაპუაშვილი რომ გაბრიელიუს ლანდსბერგისს რუსების მოკავშირეს უწოდებს, მგონი, საკუთარი თავის მასხრად აგდებაა - ბატონი ლანდსბერგისი არის ლეგენდარული ვიტაუტას ლანდსბერგისის შვილიშვილი და ნეტავ, პაპუაშვილმა თუ იცის ვინ იყო ბაბუამისი, რომელი კოლმეურნეობის თავმჯდომარე?! - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„სირცხვილია, როდესაც პაპუაშვილი პირდაპირ მოსკოვში დაწერილ გზავნილებს იმეორებს, ისე რომ ერთ სიტყვას არ ასწორებს... პაპუაშვილი რომ ევროპის პოლიტიკის ამომავალ ვარსკვლავს ბატონ ლანდსბერგის, რომლის ოჯახიც არის ლეგენდა რუსეთთან და საბჭოთა კავშირთან დაპირისპირების, რუსების მოკავშირეს უწოდებს, მე მგონი, საკუთარი თავის მასხრად აგდებაა. ბატონი ლანდსბერგისი, გარდა იმისა რომ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროპულ პოლიტიკაში ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავია, ასევე არის ლეგენდარული ვიტაუტას ლანდსბერგისის შვილიშვილი და ნეტავ, პაპუაშვილმა თუ იცის, ვინ იყოს ბაბუამისი, რომელი კოლმეურნეობის თავმჯდომარე“, - განაცხადა სამადაშვილმა.

მან ასევე სუვერენიტეტის ნაწილის დათმობასთან დაკავშირებით ლანდსბერგისის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ თუ „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ ევროკავშირის კანონმდებლობის ჰარმონიზაცია სუვერენიტეტის დათმობას ნიშნავს, მაშინ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი უკან გამოიტანონ.

„ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას. თუ პაპუაშვილი ან „ქართული ოცნების“ რომელიმე სხვა უვიცი რუსი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ნიშნავს სუვერენიტეტის დათმობას, ვეკითხები, რატომ შეიტანეს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე? გააკეთონ განცხადება, რომ გამოაქვთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, იმიტომ რომ ევროკავშირში ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაწევრიანდება თუ სრულ შესაბამისობაში არ მოიყვანს საკუთარ კანონმდებლობას ევროკავშირის კანონმდებლობასთან“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირი არავის არაფერს აიძულებს და ევროკავშირში ყოფნა სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას ნიშნავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა