ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია
გურიაში განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით სამი პირი დააკავეს, საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდიც ფიგურირებს
თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ საპატიმრო დატოვეს
War update: 236 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottest
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,590 over past day
ADF down 267 out of 295 drones used by Russia to attack Ukraine overnight

რასაც ვუყურებ, მაქსიმუმ 5-6-7 ათასი ჰქონდეთ ათვისებული - მდინარაძის მათემატიკა და ქოცური ნარატივით თავების დათვლა

ნახვები: 676 რასაც ვუყურებ, მაქსიმუმ 5-6-7 ათასი ჰქონდეთ ათვისებული - მდინარაძის მათემატიკა და ქოცური ნარატივით თავების დათვლა
მდინარაძე ევროპის მოედანზე გამართულ მასშტაბურ ანტირუსულ დემონსტრაციას ეხმაურება:
 
"დაახლოებით, რომ გაზომო, რაც ათვისებული აქვთ ადამიანებს, რადგან თვითონ ითვლიან, თორემ ამის დათვლაც ცოტა ისეთი... უმადური საქმეა, მაგრამ ერთი ადამიანიც რომ იდგეს, გულწრფელი რომ იყოს, ნაცებს არ ვგულისხმობ და მათ ლიდერებს და აქციის ორგანიზატორებს, მასაც უნდა აუხსნა, მაგრამ რადგან ითვლიან და ასეთ სიგიჟეს ამბობენ, ჯერ რესპუბლიკის მოედანზე დაატიეს 100 000 ადამიანი და ახლა ევროპის მოედანზე ატევენ. ეს ნიშნავს, რომ, უბრალოდ ავხსნათ ხოლმე, ბევრმა იცის მაგრამ მაინც ავხსნი, ძალიან დიდი ჭყლეტვა როცა არის, ოთხი ადამიანი დაახლოებით ეტევა კვადრატულ მეტრზე. ჭყლეტვა რომ იყოს ახლა მანდ, 100 000 ადამიანი რომ იყოს მინიმუმ 25 000 კვადრატულ მეტრზე უნდა იდგნენ ადამიანები, წარმოიდგინეთ რამხელა სისულელეს ამბობენ. ახლა რასაც ვუყურებ, მაქსიმუმ 5-6-7 ათასი ჰქონდეთ ათვისებული, საშუალო სიმჭიდროვის შემთხვევაში, რომ მოგინდეს, რომ გაბერო ადამიანების რაოდენობა, 20 000 ადამიანამდე ადიხარ, მაგრამ ამხელა სიმჭიდროვეც არ არის, რომ ექვსი სამზე გაამრავლო" - თქვა მდინარაძემ "იმედის" ეთერში
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა