ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

გიორგი ვაშაძე - კანონი არ არის ბიძინა ივანიშვილი, კანონი არ არის ირაკლი კობახიძე, კანონი არის კანონი, რომელმაც უნდა დაიცვას ქართველი ხალხი

ნახვები: 526 გიორგი ვაშაძე - კანონი არ არის ბიძინა ივანიშვილი, კანონი არ არის ირაკლი კობახიძე, კანონი არის კანონი, რომელმაც უნდა დაიცვას ქართველი ხალხი

ჩვენ ყველანი ერთად უნდა ვიყოთ დღეს, 19:00 საათზე მანიფესტაციაზე და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ხვალ, საღამოს, 22:00 საათზე, ყველანი რუსთაველზე ვიკრიბებით იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ჩვენი ხმა გავაგონოთ მთელ მსოფლიოს და გავაგონოთ, პირველ რიგში, იმ ადამიანებს, ვინც ხვალ მესამე მოსმენით აპირებს რუსული კანონის მიღებას, - ამის შესახებ „გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, კანონის მოდიფიცირება შეუძლებელია, მისი „ყველა მუხლი, შინაარსი არის რუსული”.

მისივე განმარტებით, ამ კანონის მიზანია, დამოუკიდებელი აზრი გაანადგუროს ქვეყანაში.

„მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს, დიახ, ჩვენ ყველანი ერთად უნდა ვიყოთ დღეს, 19:00 საათზე მანიფესტაციაზე და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ხვალ საღამოს, 22:00 საათზე ყველანი ვიკრიბებით რუსთაველზე იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ჩვენი ხმა გავაგონოთ მთელ მსოფლიოს და გავაგონოთ პირველ რიგში იმ ადამიანებს, ვინც ხვალ მესამე მოსმენით აპირებს რუსული კანონის მიღებას. მათ არ ასცდებათ პასუხისმგებლობა, რომ ისინი პასუხს აგებენ ქვეყნის, ერის და მთელი მსოფლიოს წინაშე.

აქვე მინდა გამოვეხმაურო გუშინ და დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოსდა, კანონის მოდიფიცირება არის რაიმე საშველი. გამორიცხულია! ამ კანონის მოდიფიცირება არის შეუძლებელი, ამ კანონის ყველა მუხლი არის რუსული, ამ კანონის შინაარსი არის რუსული, ამ კანონის მიზანი არის, რომ გაანადგუროს დამოუკიდებელი აზრი ქვეყანაში, გაანადგუროს დამოუკიდებელი მედია საშუალებები, ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი, აქტიური ჯგუფები და არც ერთ შემთხვევაში არ მიიღება რაიმე ტიპის ფასადურ ცვლილებებში მონაწილეობა. კანონი უნდა იყოს სრულად გაწვეული და კანონი არ უნდა განიხილებოდეს პარლამენტში. ეს არის ხალხის ნება, ეს არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების პირდაპირი გზავნილი და თუ ეს კანონი მიიღება, პერსონალური სანქციები დაეკისრება ყველა იმ ადამიანს ვინც ამ დანაშაულებრივ აქტს აღასრულებს.

დღეს, ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან, ის არღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს რუსული კანონის მიღებით და უფრო მეტიც, ის მოქმედებს კანონგარეშე, როდესაც თავს ესხმის გულანთებულ პატრიოტ ადამიანებს, როცა პირდაპირი ფიზიკური ანგარიშსწორება ხდება ქუჩებში. ეს არის კანონგარეშე ქმედება, რაც საფუძველია იმის ჩავთვალოთ ხელისუფლება არის არალეგიტიმური.

დიახ, ეს არის არალეგიტიმურობის საფუძველი იმიტომ, რომ კანონი არ არის ბიძინა ივანიშვილი, კანონი არ არის ირაკლი კობახიძე, კანონი არის კანონი, რომელმაც უნდა დაიცვას ქართველი ხალხი.

მივმართავ ყველა პოლიციელს, ვინც ქუჩებში ჩადის ამ უკანონობას. პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველას და მერწმუნეთ, ხალხის გამარჯვება ძალიან ახლოს არის და არც ერთ შემთხვევაში ეს დანაშაულებრივი რეჟიმი ვერ შეინარჩუნებს დიდხანს ძალაუფლებას”, - განაცხადა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა