ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეთანხმების რესურსი არსებობს

ნახვები: 478 უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეთანხმების რესურსი არსებობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გივი მიქანაძის განცხადებით, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეთანხმების რესურსი არსებობს.

„ამ რესურსის არსებობას განაპირობებს ის ფაქტორი, რომ ყველა ჯანსაღად მოაზროვნე პოლიტიკოსი თანხმდება იმაზე, რომ სუვერენული სახელმწიფოს უფლებები არ უნდა იყოს შელახული. შესაბამისად, არანაირი აგრესია არ უნდა განხორციელდეს ერთი სახელმწიფოს მხრიდან მეორე სახელმწიფოს მიმართ. ის ფაქტორი, რომ უკრაინა არის ჩვენთვის ძალიან ახლო მდგომი მოძმე ერი და სახელმწიფო, უკრაინის ინტერესები ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. უკრაინასთან დაკავშირებული საკითხები რომ აღიქმება, როგორც საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებად, ამაზე ყველა ვთანხმდებით. ის პროცესი, რომელიც დღეს კინკრეტულ მოლაპარაკებებსა და განხილვებშია გადასული, გვაჩვენებს, რომ ტექსტი, რომელზეც უნდა მოხდეს პოზიციების შეჯერება, იქნება ყველა მხარისთვის მისაღები", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მიქანაძის განმარტებით, მმართველი გუნდი მზად და ღია არის, მაქსიმალურად გათვალისწინებული იყოს ყველა ძირითადი მიმართულება, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის შეუვალობასთან, აგრესიის დაუშვებლობასთან არის დაკავშირებული.

„მოვლენებს წინ არ გავუსწრებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ შესაძლებელი იქნება ტექსტის შეჯერება ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის მისაღებ დონეზე და ეს ტექსტი უკვე საგაზაფხულო სესიაზე ერთიანი რეზოლუციის სახით აისახება, კიდევ ერთხელ, საქართველო გააჟღერებს თავის ურყევ პოზიციას უკრაინის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემისადმი", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

პარლამენტში უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ რეზოლუციაზე კონსულტაციები მიმდინარეობს. პროცესში ჩართული არიან როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წევრები.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა