თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

სალომე ზურაბიშვილი - ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ დასავლეთი, ევროკავშირი, ჩვენი პარტნიორები არიან მტრები, აგენტები, ცდილობენ საქართველოში რევოლუციის მოწყობას

ნახვები: 628 სალომე ზურაბიშვილი - ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ დასავლეთი, ევროკავშირი, ჩვენი პარტნიორები არიან მტრები, აგენტები, ცდილობენ საქართველოში რევოლუციის მოწყობას

ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ დასავლეთი, ევროკავშირი, ჩვენი პარტნიორები არიან მტრები, აგენტები, ცდილობენ საქართველოში რევოლუციის მოწყობას , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Sky News-თან განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, საქართველომ არჩევნებზე ეგზისტენციალური არჩევანი უნდა გააკეთოს: ევროპა თუ რუსეთი.

პრეზიდენტმა ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონპროექტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მას ვეტოს დაადებს, თუმცა კანონი სიმბოლურია.

„ეს კანონი სიმბოლოა, რეალურად კი არსებობს არჩევანი, გადაწყვეტილება, ეგზისტენციალური არჩევანი, რომელი საქართველომ უნდა გააკეთოს არჩევნების დროს: ევროპა თუ რუსეთი. რაც არ მიიღება საქართველოს მთლიანი მოსახლეობის მიერ არის ის, რაც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა ორი დღის წინ - გამოაცხადა, რომ დასავლეთი, ევროკავშირი, ჩვენი პარტნიორები, არიან მტრები, არიან აგენტები, ცდილობენ საქართველოში რევოლუციის მოწყობას", - განაცხადა ზურაბიშვილმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა