თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

რა თქმა უნდა, გავიტანთ ამ კანონს - პრემიერი

ნახვები: 625 რა თქმა უნდა, გავიტანთ ამ კანონს - პრემიერი

აუცილებელია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება. აქციები იქნება დღეს, მესამე მოსმენის დროს, ვეტოს გადალახვის დროს, თუმცა ჩვენ თუ გავიტანთ ყველაფერს და რა თქმა უნდა გავიტანთ ამ კანონს, ამ შემთხვევაში იქნება რამდენიმედღიანი დისკომფორტი თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში წლობით დავაზღვევთ ქვეყანას პოლარიზაციისგან და რადიკალიზმისგან,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, „თუ პოლარიზაციის და რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეს არ გავარღვევთ ძალიან გაგვიჭირდება ევროკავშირში წევრობა“.

„კონკრეტული ძალებისთვის, პოლარიზაცია, რადიკალიზმი არის საკუთარი ინტერესების რეალიზების მთავარი ინსტრუმენტი. ამ კუთხით „ენჯეოების“ გაუმჭვირვალობა მათთვის ასრულებს მნიშვნელოვან როლს. სწორედ „ენჯეოების“ გაუმჭვირვალობა აძლევთ მათ საშუალებას, რომ საქართველო დატოვონ ე.წ. პოლარიზაციის, იგივე რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეში. იმიტომ ეწინააღმდეგებიან შესაბამისი ძალები, რომ მათ სურთ ქვეყანა ამყოფონ რადიკალიზმის და პოლარიზაციის რეჟიმში. გახსოვთ, რა ხდებოდა 2020 – 2023 წლებში. 3 წელი ქვეყანა იყო მუდმივი რევოლუციური სცენარების განხორციელების მცდელობის პირობებში. ეს კონკრეტულ ძალებს აწყობთ და არ აწყობს სახელმწიფოს და საზოგადოებას. იმისთვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ქვეყანა დავამშვიდოთ აუცილებელია ამ კანონის მიღება. აქციები იქნება დღეს, მესამე მოსმენის დროს, ვეტოს გადალახვის დროს, თუმცა ჩვენ თუ გავიტანთ ყველაფერს და რა თქმა უნდა გავიტანთ ამ კანონს, ამ შემთხვევაში იქნება რამდენიმედღიანი დისკომფორტი თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში წლობით დავაზღვევთ ქვეყანას პოლარიზაციისგან და რადიკალიზმისგან. თუ პოლარიზაციის და რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეს არ გავარღვევთ ძალიან გაგვიჭირდება ევროკავშირის წევრი გავხდეთ“,-აღნიშნა პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა