მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე

გიორგი მარგველაშვილი - ივანიშვილს უნდა, რომ მოქალაქეების გატეხით მიაღწიოს საქართველოს გასაბჭოებას

ნახვები: 573 გიორგი მარგველაშვილი - ივანიშვილს უნდა, რომ მოქალაქეების გატეხით მიაღწიოს საქართველოს გასაბჭოებას

ამ დღეების განმავლობაში ივანიშვილმა საქართველოს და ჩვენს იდენტობას დაპირისპირება გამოუცხადა, - ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტთან განაცხადა, სადაც მოქალაქეები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის გასაპროტესტებლად იკრიბებიან.

მარგველაშვილის თქმით, გუშინდელი აქციის დარბევა იყო დაგეგმილი, რადგან ხელისუფლების მიზანია საზოგადოების გატეხა და დაღლა.

“ეს არის არა მარტო „აგენტების შესახებ“ კანონი, არის სხვა კანონებიც, ეს არის მთელი სულისკვეთება, რომელიც ანტურაჟად ქმნის იმის განცდას, რომ ჩვენ უკვე ვართ საბჭოთა საქართველო. გუშინ, რაც მოხდა, ეს იყო დაგეგმილი, რადგან როგორც ივანიშვილმა განაცხადა, მას უნდა, რომ გაგვტეხოს ამ 6 თვის განმავლობაში და ჩვენი მოქალაქეების გატეხით მიაღწიოს საქართველოს გასაბჭოებას. ეს იყო ის, რასაც აკეთებდა და გააგრძელებს ამის გაკეთებას. ჩვენ კი გავაგრძელებთ ჩვენი სამშობლოსთვის ბრძოლას”, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა