War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day
Estonian FM: Putin is the only one who can stop war, Ukraine must join NATO
Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year
Average age of mobilized recruits joining Ukraine’s Air Assault forces is 35–44
Air Assault Forces most in need of riflemen
Barrot announces France's participation in trilateral talks in Abu Dhabi
მაია სანდუ: მოსკოვის ენერგეტიკული შანტაჟი დასრულდა – მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

პარტია „საქართველოსთვის“ აჭარის ორგანიზაცია 14-მა წევრმა დატოვა

ნახვები: 431 პარტია „საქართველოსთვის“ აჭარის ორგანიზაცია 14-მა წევრმა დატოვა

პარტია „საქართველოსთვის" აჭარის ორგანიზაცია 14-მა წევრმა დატოვა. ამის შესახებ მათ ბრიფინგზე განაცხადეს და ორგანიზაციის დატოვების მიზეზებზე ისაუბრეს.

„ჩვენ, პარტიის დამფუძნებლებს, გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში ქართულ პოლიტიკურ სივრცეში განვითარებულ მოვლენებს და გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია ამ პროცესებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ჩვენ დღემდე პარტია „საქართველოსთვის" წევრები და დამფუძნებლები ვართ აჭარიდან, პარტიის, რომელსაც თავის დროზე იმიტომ შევუერთდით, რომ მიგვაჩნდა, პარტია „საქართველოსთვის" იყო ერთადერთი ოპოზიციური ძალა, რომელსაც რეალურად შეეძლო ებრძოლა ერთი მხრივ, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, მეორე მხრივ კი საზოგადოების კეთილდღეობისთვის.

მოკლედ გაცნობებთ, რომ პარტია „საქართველოსთვის" აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის- ირაკლი მიქელაძის პოლიტიკური კურსი ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი და გაუგებარია. ირაკლი მიქელაძე გადაწყვეტილებებს იღებს განხილვის გარეშე, ერთპიროვნულად და გუნდის სურვილის მიუხედავად, აიძულებს ამ გადაწყვეტილებების სისრულეში მოყვანას. კერძოდ, მეორე ტურის წინ ირაკლი მიქელაძე პარტიასთან შეუთანხმებელად აწარმოებდა გარიგებას „ნაციონალურ მოძრაობასთან", როგორც ჩვენთის ცნობილია, ის მეორე ტურში დახმარების სანაცვლოდ ითხოვდა აჭარის პარტიული ორგანიზაციის მოქმედი აღმასრულებელი მდივნის თამილა ფაღავასთის ქალაქ ბათუმის საკრებულოს აპარატის უფროსობას, რაზედაც ოპოზიციური კოალიციისგან მკაფიო უარი მიიღეს.

მას შემდეგ, რაც მან მიიღო უარი, ოპოზიციურ ფლანგს დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა ქალაქ ბათუმის ვიცემერობა, თავისი კანდიდატურის წამოყენებით, რაზედაც მიიღო თანხმობა და „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის სასარგებლოდ მეორე ტურის წინ დაიწყო ხმების შეგროვება. ასევე, არჩევნების შემდგომ ის საკრებულოს დარჩენილი ორი წევრით მუდმივად მანიპულირებდა და თავისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, აწარმოებდა პოლიტიკურ ვაჭრობას.

ყველა, ვინც კი გუნდის შიგნით მიქელაძისაგან განსხვავებულ პოზიციას აჟღერებდა, ამ უკანასკნელის მხრიდან დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდებოდა. გამომდინარე რთული წინასაარჩევნო მარათონიდან, არ გვინდოდა, განხეთქილება შეგვეტანა გუნდში და დუმილს ვამჯობინებდით, თუმცა ყოველივე ამან პროცესები კიდევ უფრო გააუარესა. საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ არ გვსურს, მუშაობა განვაგრძოთ ადამიანთან ერთად, რომელიც სპობს განსხვავებულ აზრს, შიდაპარტიულ დემოკრატიას ღიად ემუქრება და პარტიას მართავს არა ამომრჩეველთა ნების სასიკეთოდ, არამედ პირადი მოტივებითა და ანგარების მიღების მიზნით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბუნებრივია, ჩვენ პარტიის დამფუძნებლები კატეგორიულად ვემიჯნებით ირაკლი მიქელაძის პრონაციონალურ პოლიტიკას. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება და ვტოვებთ პარტიას „საქართველოსთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა