მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე

ირაკლი ეძგვერაძე - „ქართული ოცნება“ აიძულებს პატიოსან საჯარო მოხელეებს, მასწავლებლებს, დირექტორებს, გამოვიდნენ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე

ნახვები: 573 ირაკლი ეძგვერაძე - „ქართული ოცნება“ აიძულებს პატიოსან საჯარო მოხელეებს, მასწავლებლებს, დირექტორებს, გამოვიდნენ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე

უწყვეტი აქციებით შეშინებული, დამფრთხალი „ქართული ოცნება“ აიძულებს პატიოსან საჯარო მოხელეებს, მასწავლებლებს, დირექტორებს, გამოვიდნენ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე. უნდათ, რომ ქუჩაში გამოსულ ახალგაზრდებს საკუთარი მასწავლებლები დააპირისპირონ. თუმცა, ახალგაზრდებმაც კარგად იციან, რომ ეს არის ხელოვნური დაპირისპირება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს წევრმა ირაკლი ეძგვერაძემ, „ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამ აქციით მმართველ პარტიას სურს წარმოსახვითი რეალობის შექმნა, „თითქოს ქვეყანაში ხალხის მეორე ნაწილი „რუსულ კანონს“ მხარს უჭერს“.

„უნდათ, რომ ქუჩაში გამოსულ ახალგაზრდებს საკუთარი მასწავლებლები დააპირისპირონ. თუმცა, ახალგაზრდებმაც კარგად იციან, რომ ეს არის ხელოვნური დაპირისპირება. სინამდვილეში, არანაირი ალტერნატიული რეალობა არ არსებობს. ამ კანონს და რუსეთს მხარდაჭერა არ აქვს ხალხში. ერთადერთი, რაზეც მოსახლეობა თანხმდება, არის რუსეთის და ევროპის მიმართ დამოკიდებულება. ევროპა მათ შორის იმის გამო გვინდა, რომ ვეღარასოდეს ვერავინ გაბედოს საჯარო მოხელეებზე ზეწოლა და იძულება, გააკეთონ ის, რასაც არ ეთანხმებიან. „ოცნების“ ეს უსუსური მცდელობა, დაამახინჯონ რეალობა, ისევე განწირულია მარცხისთვის, როგორც რუსულ კანონზე წარმოებული ბინძური პროპაგანდა დამარცხდა.

ახალგაზრდების წინააღმდეგ ბრძოლა მარცხისთვისაა განწირული!“ - განაცხადა ირაკლი ეძგვერაძემ, რომლის კომენტარს „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა