უკრაინამ თითქმის 400 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიბრუნა
რომის პაპი - უამრავი ადამიანისთვის პატრიარქი ილია II იყო ხმა შერიგებისა, დაუღალავი შემოქმედი ერთობისა
სალომე ზურაბიშვილი - პატრიარქის სურვილი იქნებოდა, საქართველოს ყველა პრეზიდენტი ყოფილიყო იქ, ესეც იქნებოდა ერთობის ნიშანი, ამ პოლიტიკური დაპირისპირებების მიღმა
დონალდ ტრამპი - ირანში ჩვენი მიზნების მიღწევასთან ძალიან ახლოს ვართ
21 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება
მსოფლიო პატრიარქი ილია მეორის წესის აგებაზე იმსახურებს
Freedom House - 2025 წელს საქართველოს რეიტინგი 4-ქულით შემცირდა, რაც ყველაზე დიდი ვარდნა იყო ევრაზიის რეგიონში
ნაჩო სანჩეს ამორი - ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით არაფერს აკეთებს - უნდა ვიმოქმედოთ

კელი დეგნანი - საქართველო ავტორიტარიზმისკენ მიყავთ იმ ძალებს, რომლებსაც ძალაუფლების შენარჩუნების ეგზისტენციალური საჭიროება აქვთ

18.04.2024 ნახვები: 621

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ქართულ ოცნებას რუსული სტილის კანონი "ძალით გააქვს" და მას არ გაუკვირდება, თუ ხალხის ნების უგულებელყოფით, ისინი ამ პროცესს ბოლომდე მიიყვანენ.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების უმაღლესმა სკოლამ იტალიაში, ბოლონიაში უმასპინძლა დისკუსიას სახელწოდებით "საქართველო - ბრძოლა დემოკრატიისა და ევო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის". დისკუსიაზე სასაუბროდ მოწვეული იყო კელი დეგნანიც, რომელიც ამჟამად აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსის თავმჯდომარის საგარეო პოლიტიკის მრჩეველია.

"ქართველები ახლა, კიდევ ერთხელ დგანან ქუჩაში, იმ დროს, როცა მმართველ პარტიას ძალით გააქვს რუსული სტილის კანონი დასამტკიცებლად. გუშინ მიიღეს პირველი მოსმენით და არ გამიკვირდება, რომ ხალხის ნების უგულებელყოფით, ისინი ამ პროცესს ბოლომდე მიიყვანენ.

მე ვფიქრობ, რომ ამ კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ მმართველმა ძალამ, ოქტომბრის არჩევნებზე საერთაშორისო/სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას. იმ მისიებისა, რომელთა დისკრედიტაციასაც ახდენდნენ გასულ წლებში. მათ სურთ რომ არ ისმოდეს კრიტიკის ხმა არჩევნების პროცესთან მიმართებაში. სხვა ახსნა უბრალოდ არ მაქვს.

ძალიან ვღელავ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოში და იმ ფაქტზე, რომ მომდევნო პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს და ამით მმართველი პარტია შეძლებს კონტროლი ჰქონდეს ხელისუფლების ყველა შტოზე, ეს კი დემოკრატია არ იქნება.

ვფიქრობ, რომ კიდევ იქნება კრიზისი, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, ამჯერად, ამ კანონის გარშემო მიმდინარე პროტესტისთვის, სამოქალაქო საზოგადოება ბევრად უკეთაა ორგანიზებული ვიდრე გასულ წელს.

ირონიულია, რომ კაცი, რომელიც 2018 წელს საკონსტიტუციო ცვლილებების მთავარი ავტორი იყო და ახლა პრემიერ-მინისტრია, აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სამართლის იურისტია და არ გამიკვირდება, თუ ქართული ოცნება ოქტომბერში საკონსტიტუციო უმრავლესობით გაიმარჯვებს, ისინი როგორმე შეცვლიან 78-ე მუხლს. ამ და სხვა ცვლილებებით, ქართული ოცნება ეტაპობრივად შეეცდება, რომ ყოველი მომდევნო არჩევნები საკონსტიტუციო უმრავლესობით მოიგონ.

იმის გამო, რომ ქართველების ისტორია სავსეა ბრძოლებით, როცა თავისუფლების მოყვარულები საბოლოოდ ამბობდნენ რომ „საკმარისია“, არ ვიცი ამ შემთხვევაში რა იქნება მაპროვოცირებელი, ეს შეიძლება იყოს უცხოური აგენტების შესახებ კანონი, კიდევ ერთი გაყალბებული არჩევნები ოქტომბერში ან სხვა რამ, მაგრამ მჯერა, რომ თავისუფლების სული და თავისუფლებისადმი ამ ერის ლტოლვა, კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს.

საქართველო ავტორიტარიზმისკენ მიყავთ იმ ძალებს, რომლებსაც ძალაუფლების შენარჩუნების ეგზისტენციალური საჭიროება აქვთ და ეს ძალიან მაღელვებს, რადგან ვხედავ, ამ მხრივ, გლობალურ ტრენდს.

საქართველოს ჰყავს ოლიგარქი, რომელიც მიზანდასახულად ცდილობს სტატუს ქვოს შენარჩუნებას მის სასარგებლოდ და აქ არსებობს ენდემური, მაღალი დონის კორუფცია და მყიფე სახელმწიფო ინსტიტუტები", - აცხადებს დეგნანი. 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა