მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

საქართველოში შემოვა მაღალი ხარისხის მედიკამენტები-ირაკლი ღარიბაშვილი

ნახვები: 456 საქართველოში შემოვა მაღალი ხარისხის მედიკამენტები-ირაკლი ღარიბაშვილი

თურქეთის ბაზარი უკვე გაიხსნა და თურქეთიდან შემოვა მაღალი ხარისხის, gmp-სტანდარტების შესაბამისი მედიკამენტები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ფასებს შორის სხვაობა საგრძნობლად დიდია.

„დაპირებისამებრ, ჩვენ დღეს ხელი მოვაწერეთ მთავრობის განკარგულებას. შესაბამისად, უკვე გაიხსნა თურქეთის ბაზარი და თურქეთიდან შემოვა მაღალი ხარისხის, gmp-სტანდარტების შესაბამისი მედიკამენტები. მოგეხსენებათ, ამის თაობაზე ღიად ვისაუბრე. საგრძნობლად დიდია სხვაობა ფასებს შორის. ყველაზე მოთხოვნადი წამლები ჩვენთან თუ ღირს პირობითად, 10 ლარი, თურქეთში ღირს ლარი და ორი ლარი. ამიტომ, არავითარი არგუმენტი იმისა, რატომ არ უნდა ყოფილიყო გახსნილი თურქეთის ბაზარი, არ არსებობს, ვერ მოვისმინე. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თურქეთის ბაზარი გაგვეხსნა. ეს ძალაში შევიდა დღეიდან და იმედი მაქვს, იმპორტიორი კომპანიები შემოიტანენ მაღალი ხარისხის წამლებს თურქეთიდან, რაც მნიშვნელოვნად, ძალიან სწრაფად გააიაფებს მედიკამენტების ფასებს საქართველოში", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერმა განაცხადა, რომ კონკურენციის სააგენტომ დაასრულა მუშაობა ფარმაცევტული ბაზრის კვლევაზე და შესაბამისი რეკომენდაციები გაეგზავნა როგორც მთავრობას, ისე პარლამენტს.

„დაპირებისამებრ, კონკურენციის სააგენტომ დაასრულა მუშაობა ფარმაცევტული ბაზრის კვლევაზე. ჩაუტარდა მონიტორინგი, შესაბამისი რეკომენდაციები უკვე გაეგზავნა პარლამენტს, მთავრობას. ახლა მინდა, ვთხოვო ჯანდაცვის მინისტრს, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, ეთხოვოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენლებს, რომ ერთობლივად დავიწყოთ მუშაობა, რადგან საჭირო იქნება რიგ კანონებში ცვლილების განხორციელება. ჩვენი მოლოდინით, ეს კიდევ უფრო დაეხმარება, უფრო გააიაფებს მედიკამენტებს. რაც მთავარია, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ერთი მხრივ, მედიკამენტებზე ფასების მონიტორინგი, რეგულირებას არ ვიტყოდი ამ ეტაპზე, და მეორე მხრივ, ხარისხის კონტროლი, რაც აუცილებელია. ხარისხიანი მედიკამენტები უნდა მიეწოდოს ჩვენს მოსახლეობას, ეს არის ჩვენი ნომერ პირველი მოთხოვნა. ჩვენ ახლა დავიწყებთ აქტიურად მუშაობას. ბატონი მინისტრი, აზარაშვილი დაიწყებს მუშაობას ამ თემაზე და უახლოეს რამდენიმე კვირაში გვექნება შედეგები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა