ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

დაბნეული დოიაშვილი და გაურკვეველი „კი“ თუ „არა რუსულ კანონს!“

ნახვები: 1995 დაბნეული დოიაშვილი და გაურკვეველი „კი“ თუ „არა რუსულ კანონს!“

"არა რუსულ კანონს!" - ზუსტად ეს სიტყვები, რამდენიმე დღის წინ,  ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში, მსახიობმა დავით ბეშიტაიშვილმა სპექტაკლის შემდეგ წარმოთქვა, რასაც იმთავითვე საზოგადოების გამოხმაურება მოჰყვა.

„ნეიშენ ჯორჯიასთვის“ რამდენიმე საათის წინ, ცნობილი გახდა, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან, მსახიობს არ შეუთანხმებია, რომ სპექტაკლის შემდეგ მსგავს გამოსვლას გეგმავდა.

„ნეიშენ ჯორჯია“ დავით დოიაშვილს დაუკავშირდა, თუმცა დოიაშვილმა გაუკვირდა, სატელეფონო ზარით რატომ უნდა ჩაგვეწერა. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტმა საინფორმაციო სააგენტოების მუშაობის პრინციპი აუხსნა, რეჟისორმა ინტერვიუზე ჟურნალისტი თეატრში დაიბარა.

გთავაზობთ საუბრის სტენოგრამას:

დოიაშვილი:საიდან მირეკავთ?

ჟურნალისტი:საინფორმაციო სააგენტო „ნეიშენ ჯორჯია“

დოიაშვილი: და?

ჟურნალისტი: იცით რა მაინტერესებს, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია რომ რაც „მეფე ლირზე“  მოხდა თქვენთან შეთანხმებული არა იყო.

დოიაშვილი: ტელეფონით რატომ უნდა გელაპარაკოთ, ამიხსენით, ახალი წესია, თუ როგორ არის?

ჟურნალისტი: მედია როგორ მუშაობს არ იცით?

დოიაშვილი: ძაან დიდი ბოდიში რა, თუ გინდათ მობრძანდით და დაგელაპარაკებით, ნახვამდის.

მიუხედავად იმისა, რომ სააგენტომ სცადა ინფორმაცია გადაუმოწმებლად არ გაევრცელებინა, მსახიობ დავით ბეშიტაიშვილს დაუკავშირდა. მსახიობმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

„ნეიშენ ჯორჯიამ“ დაკავშირება პრესსამსახურთან სცადა, სადაც საუბრის დროს გაირკვა, რომ დავით დოიაშვილი თბილისში არ იმყოფება.

21-ე საუკუნეში კომუნიკაციის საშუალებები ნამდვილად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ინტერვიუები რესპოდენტებთან თბილისიდან სიდნეიში და ნიუ-იორკშიც ჩაიწეროს და ბატონი დოიაშვილისთვის ნეტავ რატომ აღმოჩნდა უცხო ჟურნალისტის სატელეფონო ზარი გაუგებარია.

ალბათ ცნობილი რეჟისორისთვის, რომელიც აშკარად დააბნია ჩვენმა ზარმა, ეს უცნობი არ უნდა იყოს. თუმცა ფაქტია რომ დოიაშვილმა ჟურნალისტთან საუბარი არ მოისურვა.

ასევე, ისიც საინტერესოა სად იბარებდა ჟურნალისტს, რეჟისორი თუ იგი ამ დროისთვის ქალაქში არ იმყოფება.   

ანუ შესაბამისად გაურკეველი დარჩა დოიაშვილთან შეთანხმებული იყო თუ არა „არა რუსულ კანონს!“

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა