კოტე კემულარია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდების არხებს ზღუდავს - საკითხი საქართველოსაც ეხება
ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას

ელჩი - ევროკავშირი გამოაქვეყნებს გაფართოების ანგარიშს რეკომენდაციებთან ერთად ოქტომბერში და ეს რეკომენდაციები იქნება პოზიტიური ან ნეგატიური - ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად და გადამწყვეტად შესრულდება 9 ნაბიჯი

ნახვები: 556 ელჩი - ევროკავშირი გამოაქვეყნებს გაფართოების ანგარიშს რეკომენდაციებთან ერთად ოქტომბერში და ეს რეკომენდაციები იქნება პოზიტიური ან ნეგატიური - ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად და გადამწყვეტად შესრულდება 9 ნაბიჯი

უკვე დავიწყეთ მომავალი გაფართოების ანგარიშის შედგენა. იგივე პროცესს გავივლით, რაც შარშან, გავივლით კონსულტაციას ყველასთან, ჩვენ კონსულტაციებს გავდივართ მთავრობასთან, მაგრამ ასევე, რა საკვირველია ვსაუბრობთ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ევროკავშირი გამოაქვეყნებს გაფართოების ანგარიშს რეკომენდაციებთან ერთად ოქტომბერში და ეს რეკომენდაციები იქნება პოზიტიური ან ნეგატიური და ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად და გადამწყვეტად შესრულდება 9 ნაბიჯი საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის მიერ დადგენილი 9 ნაბიჯი რაც შეიძლება სწრაფად უნდა შესრულდეს.

„როგორც ვიცით, შარშან დეკემბრის შუა რიცხვებში, ჩემი პროფესიული კარიერის ერთ-ერთ უბედნიერეს დღეს, მე ვიდექი ქართველ ლიდერებთან ერთად სცენაზე და ვზეიმობდით საქართველოსთვის ისტორიულ მომენტს - საქართველო ოფიციალურად გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, ეს იყო უზარმაზარი მიღწევა და მე კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ, ყველა ქართველს, ამ ისტორიულ ეტაპამდე მისვლას. ამასთან, კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან ერთად, ევროპელმა ლიდერებმა წარადგინეს საგზაო რუკა იმის შესახებ, რა უნდა გააკეთოს საქართველომ შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად - ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. ეს საგზაო რუკა 9 ნაბიჯისგან შედგება. ყველა მათგანი თანაბრად მნიშვნელოვანია. დიახ, თქვენ მართალი ხართ, ეს იყო დაახლოებით 5 თვის წინ. მუშაობა მიმდინარეობს, მუდმივ კონტაქტში ვიმყოფებით საქართველოს ხელისუფლებასთან. საქართველოს დელეგაცია ახორციელებს ვიზიტებს ბრიუსელში, ბრიუსელიდან დელეგაციები ჩამოდიან საქართველოში. მოხარული ვარ, რომ გუშინ და დღეს ხორციელდება ევროკავშირის 27 ელჩის ვიზიტი, პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის და მუშაობა გრძელდება. მაგრამ მესიჯი, რომელიც ჩემგან მოდის და ევროკავშირის 27 ელჩისგან მოდის, არის, რომ დრო იწურება. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ დრო. ყველა ინგრედიენტი არსებობს იმისთვის, რომ საქართველომ პროგრესს მიაღწიოს და გადაინაცვლოს შემდეგ ეტაპზე და გახსნას გაწევრიანების მოლაპარაკებები, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს რაც შეიძლება მალე, 9-ვე ნაბიჯი უნდა შესრულდეს რაც შეიძლება სწრაფად, რადგან უკვე დავიწყეთ მომავალი გაფართოების ანგარიშის შედგენა. იგივე პროცესს გავივლით, რაც შარშან, გავივლით კონსულტაციას ყველასთან, ჩვენ კონსულტაციებს გავდივართ მთავრობასთან, მაგრამ ასევე, რა საკვირველია ვსაუბრობთ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ევროკავშირი გამოაქვეყნებს გაფართოების ანგარიშს რეკომენდაციებთან ერთად ოქტომბერში და ეს რეკომენდაციები იქნება პოზიტიური ან ნეგატიური და ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად და გადამწყვეტად შესრულდება 9 ნაბიჯი საქართველოში. ასე რომ, გულწრფელად ვიმედოვნებთ, პროცესი დაჩქარდება და 9-ვე ნაბიჯზე დიდი პროგრესი მიიღწევა ისე, რომ ევროკომისიამ შეძლოს პოზიტიური რეკომენდაციის გაცემა და წევრმა სახელმწიფოებმა მიმდინარე წლის დეკემბერში შეძლონ, დაეთანხმონ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას საქართველოსთან და ჩვენ ყველამ შევძლოთ ვიზეიმოთ ეს მიმდინარე წლის დეკემბერში ისე, როგორც შარშან დეკემბერში ვიზეიმეთ, მაგრამ ეს მთლიანად ქართული პოლიტიკური ელიტის ხელშია“, - აღნიშნა ელჩმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა