თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ლევან ხაბეიშვილი - ჩვენ არ მივცემთ ივანიშვილს შესაძლებლობას ქვეყანა ჩააბაროს რუსეთს

ნახვები: 626 ლევან ხაბეიშვილი - ჩვენ არ მივცემთ ივანიშვილს შესაძლებლობას ქვეყანა ჩააბაროს რუსეთს

ჩვენ არ მივცემთ ივანიშვილს შესაძლებლობას ქვეყანა ჩააბაროს რუსეთს. არა რუსულ კანონს ქუთაისიდან, კი ევროპას და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი! - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ქუთაისში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამოცანა არის ქართველი ხალხის კეთილდღეობა.

„ძმობის და მეგობრობის ქალაქიდან, ყველაზე ევროპული ქალაქიდან ძალიან მარტივი გზავნილი მინდა ვუთხრა საზოგადოებას - ივანიშვილის ხელისუფლების მთავარი ამოცანა არის ქართველი ხალხი დააპირისპიროს, დაქსაქსოს და როგორმე ქართველი ხალხი ერთ მუშტად შეკრული არ იყოს და ამასობაში, გუშინ ჩვენ ვნახეთ ერთ მუშტად შეკრული ქართველი ხალხი რუსთაველზე. კარგად უნდა გვესმოდეს, ჩვენი ამოცანა არის ქართველი ხალხის კეთილდღეობა, ჩვენ გვინდა, რომ ქუთაისი არ იცლებოდეს და ქუთაისელები არ გარბოდნენ ემიგრაციაში, სწორედ ამიტომ გვინდა ევროკავშირი, სწორედ ამიტომ გვინდა ევროპა, რომ ბანკები კი არ ძარცვავდნენ ჩვენს მოქალაქეებს, არამედ სამჯერ და ოთხჯერ ნაკლებ პროცენტში და პირობებში მოიხმარონ ადამიანებმა კონკრეტული თანხები. მშვიდობისთვის, უსაფრთხოებისთვის გვინდა ევროპა, ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის გვინდა ევროპა და ივანიშვილი და მისი ხელისუფლება მუდმივად ცდილობს ერთ რამეს, როგორღაც იქნებ დააპირისპიროს ქართველი ხალხი, ერთად არ ვიზეიმოთ არაფერი, გამარჯვებაც კი არ გვაცადეს, გამარჯვების აღნიშვნის შესაძლებლობაც კი არ მოგვცეს, ორ დღეში ფაქტობრივად შემოიტანეს ის კანონი, რომელზეც თქვეს, რომ აღარასდროს არ შემოიტანდნენ. თქვეს, რომ ამ კანონს ჩვენ არ მივიღებთ, მაგრამ მათი სამარკო ნიშანი რა არის? - ტყუილი, ჰო და ამ ტყუილზე აუცილებელი და მნიშვნელოვანია ჩვენი პასუხი იყოს შესაბამისი, რაციონალური, ადეკვატური და ყველას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ არ მივცემთ ივანიშვილს შესაძლებლობას ქვეყანა ჩააბაროს რუსეთს. არა რუსულ კანონს ქუთაისიდან, კი ევროპას და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი და არ შემიძლია აქედან არ ვთქვა - თავისუფლება ნომერ პირველ პოლიტიკურ პატიმარს მიხეილ სააკაშვილს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა