პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

ანა ნაცვლიშვილი მინისტრს - სად არის ეკონომიკის ორმაგი ზრდა და საერთოდ, სად არის ზრდა?

ნახვები: 665 ანა ნაცვლიშვილი მინისტრს - სად არის ეკონომიკის ორმაგი ზრდა და საერთოდ, სად არის ზრდა?

როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მოიზიდოს ქვეყანამ ინვესტორები და იპოვოს კეთილსინდისიერი პარტნიორები, როცა მისი პრემიერის სიტყვას აქვს ჩალის ფასი, - ამ კითხვით მიმართა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს, რომელსაც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ერთი წლის წინანდელი განცხადება გაიხსენა იმის შესახებ, რომ "აგენტების შესახებ" კანონი საქართველოს პარლამენტში აღარ დაინიცირდებოდა.

„ზუსტად ერთი წლის წინ, საპარლამენტო უმრავლესობის მაშინდელმა ლიდერმა და ახლანდელმა პრემიერ-მინისტრმა გააკეთა საჯარო განცხადება და დაპირება, რომ „რუსული კანონი“ აღარ დაინიცირდებოდა მომავალში. დღეს ვხედავთ, რომ გადაიფიქრეთ და ისევ აინიცირებთ. როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მოიზიდოს ქვეყანამ ინვესტორები და იპოვოს კეთილსინდისიერი პარტნიორები, როცა მისი პრემიერის სიტყვას აქვს ჩალის ფასი?“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, ანა ნაცვლიშვილმა ეკონომიკის მინისტრს მიმართა კითხვით, მუდმივად რატომ ტოვებენ მოქალაქეები ქვეყანას, თუ საქართველოს ეკონომიკა იზრდება.

„რატომ ხდება ისე, რომ საქართველოს მუდმივად ტოვებენ ოჯახები და მათ შორის 5 000-ზე მეტი ბავშვი ერთ წელიწადში ამოეწერა და სკოლა მიატოვა იმიტომ, რომ ოჯახთან ერთად მოუწიათ საზღვარგარეთ წასვლა. საქართველოსთვის ეს რიცხვი ძალიან დიდია. სად არის ორმაგი ზრდა და საერთოდ სად არის ზრდა?“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა