თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

დონალდ ტუსკი - ომი აღარ არის წარსულის კონცეფცია ევროპაში, ომის წინა ეპოქაა

ნახვები: 629 დონალდ ტუსკი - ომი აღარ არის წარსულის კონცეფცია ევროპაში, ომის წინა ეპოქაა

არავის შეშინება არ მინდა, მაგრამ ომი აღარ არის წარსულის კონცეფცია ევროპაში, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ევროპულ მედიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ევროპა „ომის წინა ეპოქაშია“, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი გზა არის გასავლელი, ვიდრე მზად იქნება, წინ აღუდგეს საფრთხეს.

დონალდ ტუსკის განცხადებით, ახლა ყველაზე შემაშფოთებელია ის, რომ ნებისმიერი სცენარი შესაძლებელია და ევროპას მსგავსი ვითარება 1945 წლის შემდეგ არ ჰქონია.

„ვიცი, რომ ეს დამანგრევლად ჟღერს, განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობის ადამიანებისთვის, მაგრამ გონებრივად უნდა შევეჩვიოთ ახალი ეპოქის მოსვლას. ომის წინა ეპოქაა. არ ვაჭარბებ. ეს ყოველდღე უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. ევროპას ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი. პირველი ნაბიჯი არის, რომ ქვეყნებმა მიაღწიონ ნატო-ს მიზანს, დახარჯონ მშპ-ის ორი პროცენტი თავდაცვაზე. დღეს ჩვენ უნდა დავხარჯოთ რაც შეიძლება მეტი უკრაინისთვის აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის შესაძენად, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ყველაზე კრიტიკულ მომენტში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. მომდევნო ორი წელი გადაწყვეტს ყველაფერს. ჩვენ თუ ვერ დავუჭერთ მხარს უკრაინას საკმარისი ტექნიკითა და საბრძოლო მასალებით, უკრაინა თუ წააგებს, ევროპაში ვერავინ შეძლებს, თავი დაცულად იგრძნოს“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა